2024-09-20 13:25:12, 335 ნახვა
მსოფლიო
BBC - აშშ-ში, კენტუკის შტატში მდებარე სასამართლოში შერიფმა მოსამართლე მოკლა
ამერიკის შეერთებულ შტატებში, კენტუკის შტატში ლეტჩერის ოლქის შერიფმა, შონ სტაინსმა ქალაქ უაიტსბურგის მოსამართლე მოკლა. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს.
BBC-ის ცნობით, ინციდენტი ქალაქ უაიტსბურგში მდებარე სასამართლოში მოხდა - ბრალდებულმა მოსამართლე კევინ მალინსს რამდენჯერმე ესროლა, რის შედეგადაც მალინსი ადგილზე გარდაიცვალა.
მედიის ცნობით, სროლას წინ კამათი უძღოდა - 43 წლის შერიფი პოლიციამ ადგილზე დააკავა.
“უწყება სრულად გამოიძიებს საქმეს და მიაღწევს სამართლიანობას“,- განაცხადა შტატის გენერალურმა პროკურორმა, რასელ კოულმანმა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,