18:51 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 14:43:58, 511 ნახვა

საზოგადოება
ფონდმა „ავერსმა“ და „ავერსის კლინიკამ" საქართველოს ეროვნულ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლეს

„ავერსის კლინიკაში“  საქველმოქმედო ფონდმა „ავერსმა“ და „ავერსის კლინიკამ“  საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტთან დადებული მემორანდუმი განაახლეს. 

როგორც  „ავერსის“ გენერალურმა დირექტორმა   პაატა კურტანიძემ  ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მემორანდუმი, რომლიც 2009 წლიდან ფორმდება, გულისხმობს მოქმედი და ვეტერანი სპორტსმენების უფასო დახმარებას მედიკამენტებით და სამედიცინო დახმარებით.

„დღეს, ჩვენ ვაფორმებთ „ავერსსა“ და საქართველოს ოლიმპიურ კომიტეტს შორის მემორანდუმს, რომლიც 2009 წლიდან ყოველწლიურად ფორმდება. ეს გულისხმობს როგორც მოქმედი სპორტსმენების, ასევე ვეტერანი სპორტსმენების უფასო დახმარებას როგორც მედიკამენტებით, ასევე სამედიცინო სერვისებით. წელს აუცილებლად გაგრძელდება და იმედი გვაქვს, რომ მომავალ წლებშიც გავაგრძელებთ, ვინაიდან ჩვენს სპორტსმენებს, როგორც მოქმედებს, ასევე ვეტერანებს ძალიან სჭირდებათ სამედიცინო მომსახურება“,-განაცხადა პაატა კურტანიძემ.

მემორანდუმის თანახმად, საქველმოქმედო ფონდი „ავერსი“ ვალდებულებას იღებს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური ნაკრების წევრებსა და ვეტერან სპორტსმენებს გაუწიოს უფასო სამედიცინო მომსახურეობა „ავერსის“ კლინიკათა ქსელში და უფასოდ უზრუნველყოს მკურნალობისთვის საჭირო ყველა მედიკამენტი.

ცნობისთვის, მემორანდუმი პირველად 2009 წლის 19 თებერვალს გაფორმდა. დღემდე ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის სპორტსმენებმა 744 978,5 ლარის სამედიცინო მომსახურეობით ისარგებლეს და მიიღეს 310 097, 82 ლარის ღირებულების მედიკამენტები. სულ ჯამში ეს თანხმა შეადგენს 1 005 076,32 ლარს.

მემორანდუმის თანახმად, სპორტსმენების ჯანმრთელობაზე ზრუნვა კომპანია „ავერსის“ პრიორიტეტი იქნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics