|
2024-09-19 16:54:13, 451 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი - ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა - ცხინვალზე აღარ ვლაპარაკობ, ის ბევრად უფრო ადვილია
ჩვენ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა. ცხინვალზე აღარ ვლაპარაკობ, ის ბევრად უფრო ადვილია, მაგრამ გვაქვს აფხაზეთის დაბრუნების გეგმა. ეს არის ძალიან მარტივი გეგმა,- ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა. როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, უნდა აშენდეს ლაზიკის პორტი. "ჩვენ უნდა ავაშენოთ ლაზიკის პორტი. ლაზიკის პორტში სასტუმროები არის აშენებული, რომლებიც გააპარტახეს. მაგალითად, ლაზიკის სასტუმროში, "ოქროს საწმისის“ სასტუმროში აფხაზი გოგონა იყო ადმინისტრატორი და კიდევ რამდენიმე აფხაზი ჩამოვიყვანეთ სოხუმიდან. სოხუმიდან დადიოდნენ სამსახურში. რამდენიმე აფხაზი ჩამოვიყვანეთ, რა თქმა უნდა, ადგილობრივი მოსახლეობაც დასაქმებული იყო. ლაზიკა იქნება მიზიდულობის ცენტრი, მოხდება ბათუმიზაცია სოხუმის და რაც მთავარია, ევროკავშირის პასპორტებით შევალთ აფხაზებთან. ჩვენ გვაქვს ცალმხრივი ვალდებულება აღებული, ჩემ მიერ 2010 წელს, რომ არასდროს საქართველო არ გამოიყენებს ძალას ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. ჩვენ ვაპირებთ მშვიდობიანი გზებით ამის კეთებას. ვაპირებთ, რომ არ დავუშვათ არეულობები. ივანიშვილი ემზადება "სამხრეთ ოსეთის" და აფხაზეთის აღიარებისთვის, მას ეს არ გამოუვა",- თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)