15:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 13:53:08, 266 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - თავისუფლების ინდექსით წინ ვუსწრებთ ბევრ ევროპულ ქვეყანას და ამ გზას გავაგრძელებთ

ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით და დღეს, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, მსოფლიო ბანკის მონაცემები, რის მიხედვითაც, აზრისა და გამოხატვის თავისუფლების ინდექსით, საქართველო  41-ე ადგილზეა, არის მოქმედი ხელისუფლების მიღწევა და „ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება". 

„ამ რეალობის მიღება ბევრს არ სურს და სურვილი აქვთ, რომ რეალობა შეცვალონ. მცდელობა აქვთ, ქართველ ხალხს თვალებში ნაცარი შეაყარონ. ბოლო წლების განმავლობაში, ყველა მიმართულებით გვაქვს წინსვლა, წინ გადადგმული ნაბიჯები, ყველა კრიტერიუმით წინ ვუსწრებთ იმ ქვეყნებს, რომლებსაც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მისცეს და საქართველოსთან მიმართებაში ჰქონდათ უსამართლო დამოკიდებულება, ასევე, ბევრ ევროპულ ქვეყანას ვუსწრებთ. 

რა თქმა უნდა, ბედნიერი ვარ, რომ ჩვენ შევძელით და დღეს, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია უმაღლეს დონეზე. ბიზნესი სრულად თავისუფალია და სახელმწიფო არ მოქმედებს ისე, როგორც სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის დროს, არ ხდება ბიზნესების გადაფორმება, წილების წართმევა და ა.შ. ნახეთ რა ხდება ციხეებში, როგორი მდგომარეობაა, როგორი დამოკიდებულებაა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ. ასე რომ, ყველა მიმართულებით გვაქვს წინ გადადგმული ნაბიჯები და ჩვენ ამ გზას გავაგრძელებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics