18:29 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 11:39:31, 331 ნახვა

საზოგადოება
ქარქაშაძე - easyJet-ი ფრენებს საქართველოში ერთდროულად ევროპის 3 ქალაქიდან დაიწყებს

ბრიტანული დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია easyJet 2025 წლის 31 მარტიდან პირდაპირ ფრენებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ლონდონიდან, ჟენევიდან და მილანიდან კვირაში ორ-ორი სიხშირით შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

გაერთიანების ცნობით, მოლაპარაკების შესახებ და ავიაკომპანიის საქართველოში ოპერირების დეტალებზე ერთობლივ პრესკონფერენციაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა და ავიაკომპანიის წარმომადგენლებმა ისაუბრეს.

ირაკლი ქარქაშაძის განცხადებით, თითქმის ორწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებები ავიაკომპანიასთან წარმატებით დასრულდა და დღეს, შედეგი სახეზეა.

“2023 წლის მონაცემებით easyJet-მა 83 მლნ მგზავრის გადაყვანა შეძლო. მათი წლიური შემოსავალი 10.9 მლრდ აშშ დოლარის ეკვივალენტი იყო. შესაბამისად ის არის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია. როგორც ავიაციაში ვამბობთ, მსგავს ავიაკომპანიებს შეუძლიათ “to put you on the map”.  შესაბამისად, ეს კიდევ ერთი აღიარებაა იმ განვითარებისა და სწორი პოლიტიკის, რომელიც საავიაციო ინდუსტრიას გააჩნია და ავიაკომპანია easyJet-ი უკვე  3 მიმართულებით იწყებს ფრენებს. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ლონდონი წლების მანძილზე იყო ყველაზე მოთხოვნადი მიმართულება, სადაც პირდაპირი ფრენა არ გვქონდა. უმნიშვნელოვანესი იყო ჟენევის მიმართულება, რომელიც ევროპის შუაგული და პოლიტიკური ცენტრი გახლავთ და მილანი, რომელიც ერთ-ერთ საინტერესო ტურისტული მიმართულებაა“,- განაცხადა ირაკლი ქარქაშაძემ.

მისი თქმით, რაც მთავარია, ფრენები მოგზაურებისთვის იქნება საკმაოდ ხელმისაწვდომი. ირაკლი ქარქაშაძემ იმედი გამოთქვა, რომ მგზავრთნაკადი და საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა დიდი ბრიტანეთიდან, შვეიცარიიდან და იტალიიდან სამომავლოდ მნიშვნელოვნად გაიზრდება.

“დარწმუნებული ვარ, რომ easyJet-ის ოპერირება  იქნება წარმატებული და ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე მყარად მოიკიდებს ფეხს. ეს სამი მიმართულება იქნება მხოლოდ დასაწყისი ჩვენი თანამშრომლობის და სამომავლოდ კიდევ უფრო მეტ მიმართულებას შევთავაზებთ ჩვენს მგზავრებს“,- განაცხადა ქარქაშაძემ.

ბრიტანული მულტინაციონალური დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია ი easyJet მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი, მე-11 ავიაკომპანიაა. კომპანია 29 წლის წინ დაფუძნდა და დღეისათვის 35 ქვეყნის 1000-ზე მეტი მიმართულებით დაფრინავს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ლაშა შავდათუაშვილი და ეთერი ლიპარტელიანი ძიუდოში ევროპის ჩემპიონები გახდნენ
ენმ-ის თავმჯდომარე: ივანიშვილი ზახაროვას დავალებას ბრწყინვალედ ასრულებს
ფრანგმა კანონმდებლებმა კოლონიური ეპოქის დროს ჩამორთმეული ძვირფასი ნივთების დაბრუნების შესახებ კანონი დაამტკიცეს
საქართველოში სოციალური დახმარების მიმღებთა რაოდენობა თითქმის 6%-ით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics