16:04 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 10:52:44, 304 ნახვა

საზოგადოება
ცესკო პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს

ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო) პოლიტიკურ პარტიებს პარლამენტის არჩევნებისთვის პარტიული სიის ელექტრონულად წარდგენის შესაძლებლობას აძლევს. ამის შესახებ  ინფორმაციას საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით პარტიული სიების წარდგენისა და რეგისტრაციის წესთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა ცესკოში გაიმართა. 

"შეხვედრას იმ პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები დაესწრნენ, რომლებმაც, ცესკოს შეთავაზების პასუხად, პარტიული სიებისა და თანდართული დოკუმენტაციის ელექტრონულად წარდგენის გადაწყვეტილება მიიღეს. შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს ელექტრონული პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები.

ცესკოს  დადგენილებაში ცვლილება, რომლის თანახმადაც პარტიებს  საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 წლის ოქტომბრის არჩევნებისთვის რეგისტრაციის მიზნით, პარტიული სიის  ელექტრონული პლატფორმის გამოყენებით წარდგენა შეუძლიათ, ძალაში 10 სექტემბერს შევიდა. რის შემდეგაც ცესკომ არჩევნებისთვის რეგისტრირებულ პარტიებს შესთავაზა, ესარგებლათ სიების წარდგენის ელექტრონული წესით. აღნიშნული წესით პარტიული სიის წარდგენის გადაწყვეტილება ექვსმა პარტიამ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის  რეგისტრირებულმა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა პარტიული სიები 26 სექტემბრის ჩათვლით უნდა წარადგინონ", - ნათქვამია ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ზურაბიშვილი - მოსამართლე თეა ლეონიძემ განაჩენი პირველ რიგში გამოიტანა თავის თავს გამოუტანა, მერე კი რეჟიმს
ხაბეიშვილი - ამ ქვეყანას ეშევლება, მთავარია, ისე არ მოგვივიდეს, რომ სანამ აზრზე მოვლენ, აზრზე მოსვლას აზრი აღარ ჰქონდეს
სააპელაციომ 11 დემონსტრანტი პატიმრობაში დატოვა და არ შეუცვალა 2-წლიანი სასჯელი
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics