|
2024-09-18 10:52:21, 366 ნახვა
საზოგადოება
ცესკო - 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული ტექნოლოგიების შესაბამისობის აუდიტი კიდევ ერთხელ ჩატარდება
ცესკო 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებზე ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტის ჩატარებას გეგმავს. ცესკოს ცნობით, შესაბამისობის აუდიტს აშშ-ში რეგისტრირებული, ავტორიტეტული ინსტიტუტების მიერ აკრედიტებული საარჩევნო სისტემების ტესტირების ლაბორატორია PRO V&V ჩაატარებს, რომელიც შესაბამისი პროცედურების განხორციელების შედეგად გამოვლინდა. მათივე ინფორმაციით, შესაბამისობის აუდიტი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველი ეტაპი მოიცავს პროგრამული უზრუნველყოფის განახლების ანალიზს და მათი შესაბამისობის დადგენას საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობასთან, მეორე ეტაპი - არჩევნებისთვის აპარატურის მომზადების პროცესზე დაკვირვებას და კონფიგურაციისთვის საჭირო ფაილების სიზუსტის დადგენას, მესამე ეტაპი კი - კენჭისყრის დღეზე დაკვირვებას. "მნიშვნელოვანია, რომ მსგავსად გასული წლისა, შესაბამისობის აუდიტის შედეგები ასახული იქნება დასკვნაში (ანგარიშში) და საჯარო გახდება ყველა დაინტერესებული პირისთვის. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ცესკომ, საერთაშორისო კარგი პრაქტიკის გათვალისწინებით, 2023 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებზე გამოყენებული ელექტრონული საშუალებების შესაბამისობის აუდიტი განახორციელა და მისი შედეგები საზოგადოებას გააცნო, რამაც კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობა და საჯაროობა შესძინა პროცესს და ამომწურავი პასუხი გასცა ყველა კითხვას, მითსა თუ წუხილს. საარჩევნო კანონმდებლობა ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული არჩევნების აუდიტს ითვალისწინებს ე.წ. ქაღალდის კვალის პრინციპით, რაც გულისხმობს პროცესის ყველა ეტაპზე ქაღალდის კვალის არსებობას. ქაღალდის კვალი იძლევა პროცესის ყველა ეტაპზე გადამოწმების, გაცნობის და მონიტორინგის შესაძლებლობას, ამასთან, კანონის შესაბამისად, ბიულეტენები დაითვლება ხელითაც და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება კენჭისყრის შედეგები. მიუხედავად ამისა, ცესკო საერთაშორისო კარგი პრაქტიკის შესაბამისად, საკუთარი ინიციატივით, უკვე მეორედ ახორციელებს პროცესის აუდიტს, რათა არ დარჩეს კითხვის ნიშნები ტექნოლოგიებთან დაკავშირებით. საარჩევნო ადმინისტრაცია ადასტურებს თავის მზაობას, მომავალშიც მიაწოდოს ინფორმაცია ამომრჩეველს საარჩევნო საკითხებზე და იმოქმედოს არჩევნების ადმინისტრირების საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით",- აღნიშნულია ცესკოს ინფორმაციაში.
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)