|
2024-09-18 10:35:37, 392 ნახვა
პოლიტიკა
მილერი - ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში გადაწყვეტილებებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს და არავინ სხვა
მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, აშშ-ში დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა,- ასე ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას. მილერს პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაუსვეს კობახიძის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "სანქციებთან დაკავშირებით დამნაშავე არის არა სახელმწიფო დეპარტამენტი, არამედ ის ოლიგარქიული ძალები, რომლებსაც აქვთ პრინციპული გავლენა აშშ-ში ოფიციალურ ინსტიტუტებზე"; ამასთან, ჟურნალისტმა პრესსპიკერს შეკითხვა დაუსვა პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ელჩის, რობინ დანიგანის შეხვედრის შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომელშიც ნათქვამია, რომ "ამერიკული მხარე კრიტიკულ ზღვარს მიუახლოვდა". "ამაზე კომენტარს არ გავაკეთებ. მხოლოდ ვიტყვი, რომ შეერთებულ შტატებში, განსხვავებით მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან, სწორედ დემოკრატიულად არჩეული მთავრობა იღებს ჩვენს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს და არავინ სხვა",- განაცხადა მეთიუ მილერმა. შეგახსენებთ, 16 დეკემბერს, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელ ზვიად ხარაზიშვილს, იგივე "ხარებას" და მის ერთ-ერთ მოადგილე მილერი ლაგაზაურს, "ალტ-ინფოს" ლიდერებს - კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, საქართველოს 60-ზე მეტ მოქალაქესა და მათი ოჯახის წევრებს სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)