16:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-17 19:43:21, 313 ნახვა

პოლიტიკა
ორბელიანების სასახლეში მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა

ორბელიანების სასახლეში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არსებობს ტექნიკური საკითხები და მხარეებს შორის მოლაპარაკება არ დამთავრებულა.

"ბევრ საკითხთან დაკავშირებით მიუხედავად ჩვენ აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ქვეყანა ძალიან სწრაფად დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე.

ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ პაუზა, ვისაუბრებთ და პირველები იქნებით ვისაც შეგატყობინებთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

თავის მხრივ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ხაზარაძემ გადაწყვეტილებისთვის დამატებით ერთი დღე ითხოვა, ხოლო მისი და მისი გუნდის პოზიცია ნათელი და მკაფიოა.

"მე არ მინდა ბევრ დეტალებზე ვისაუბრო. შემიძილია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო იმიტომ რომ, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები თავის, არ ვიცი, როგორც ხდება ხოლმე. ამიტომ ეს არის რის გამოც ეს გადაიდო", - განაცხადა გახარიამ.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია 17 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კირილი იმედოვნებს, რომ საქართველოს მომავალი პატრიარქი უკრაინაზე პოზიციას არ შეიცვლის
ზურაბ პატარაძე აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გახდა
სინოდის სხდომას წილკნელი მიტროპოლიტი ზოსიმე არ ესწრება, ხმას 38 მღვდელმთავარი აძლევს
გლდანის რაიონში გაზმომარაგება ავარიულად 20 000 აბონენტს შეუწყდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics