|
2024-09-17 16:57:43, 312 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა „ამნისტიის შესახებ“ კანონპროექტი მესამე მოსმენით მიიღო
პარლამენტმა, პლენარულ სხდომაზე, ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებული "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მესამე მოსმენით განიხილა და მას 84 ხმით მხარი დაუჭირა. საკითხი სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა წარადგინა. "ამნისტიის კანონის" მიღების შემდეგ, პენიტენციურ დაწესებულებას 1 000-ზე მეტი პატიმარი დატოვებს. მთლიანობაში, სხვადასხვა შეღავათის სახით, ამნისტია 5 000-ზე მეტ პატიმარს შეეხება. ასევე, ეს ინიციატივა მნიშვნელოვანია პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირებისთვის, იგი დაახლოებით 22 000 პრობაციონერს შეეხება, აქედან 7 000 პირი პრობაციის სისტემას დატოვებს კანონის მიღებისთანავე. საბოლოო ჯამში, სასჯელისგან სრულად ან ნაწილობრივ გათავისუფლება შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 300-მდე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს", - განაცხადა რატი იონათამიშვილმა. კანონპროექტი ცალკეულ დანაშაულებთან მიმართებით ითვალისწინებს დაზარალებულის თანხმობის წარდგენის ვალდებულებას, რისთვისაც განსაზღვრულია კონკრეტული ვადა და პროცედურა. ამასთანავე, ზოგიერთ დანაშაულზე ამნისტიის გავრცელების პირობად მიჩნეულია განზრახი დანაშაულისთვის წინარე ნასამართლობის არქონა. პროექტით გათვალისწინებულია ამნისტიის შემდეგი ფორმები: სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან და სასჯელისაგან სრულად გათავისუფლება; სასჯელის 1/2-ით, 1/4-ით და 1/6-ით შემცირება და ასევე, პრობაციონერებისთვის პირობითი მსჯავრის ერთი წლით შემცირება. "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტი მკვლელობისთვის ნასამართლევ პირებს, ნარკორეალიზატორებს, სქესობრივ დანაშაულებს, ყაჩაღობას, ტერორიზმს, კორუფციულ და სამოხელეო დანაშაულებს, "ქურდულ სამყაროს", კონვენციურ დანაშაულებს და ზოგიერთ მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულებს არ შეეხება.
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)