|
2024-09-17 13:29:33, 319 ნახვა
პოლიტიკა
კოკოითი - საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს
თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობითაა განმსჭვალული, მაშინ, პირველ რიგში, საქართველომ სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა უნდა აღიაროს,- ასე ეხმაურება 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერი ედუარდ კოკოითი “ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას. კოკოითის თქმით, ოკუპირებული აფხაზეთი და "ოსეთი სამხრეთ" კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის "მთავარი ფორპოსტი უნდა გახდნენ". “ჩემი მოწოდება ხალხს, გაერთიანებული ოსეთის ყველა პოლიტიკურ და პატრიოტულ ძალებს: ნუ მოექცევით ამას ზედაპირულად და ეფლირტავეთ სამხრეთელ მეზობელს. ჩვენ უნდა გვქონდეს ერთიანი, პრინციპული და მკაცრი პოზიცია. თუ საქართველო ოსი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობითაა განმსჭვალული, მაშინ პირველ რიგში, საქართველომ უნდა აღიაროს სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ხელი მოაწეროს ყველა აუცილებელ ხელშეკრულებას, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და საომარი მოქმედებების არგანახლებას, ამავე დროს დააყენოს საქართველოს მიერ ოკუპირებული ოსური თრუსოს, გუდოსა და სხვა ხეობების დაბრუნების საკითხი. ვინ დაგვიბრუნებს ათიათასობით მოკლულ და-ძმას? ვინ შეამსუბუქებს დაკარგვის ტკივილს ოჯახისა და მეგობრების გულებში? ჩვენ ამას არასდროს დავივიწყებთ და არასდროს გაპატიებთ. აუცილებელია, დავაფასოთ და ვიყოთ მადლიერი რუსეთისა და რუსი ხალხის მშვიდობისა და განვითარებისთვის რუსეთის წყალობით ახლად ჩამოყალიბებულ კავკასიურ სახელმწიფოებში. საქართველოსთან მშვიდობა ზუსტად რუსეთის პირობებით უნდა იყოს, რათა საქართველომ და სამხრეთ კავკასიის სხვა მეზობელმა სახელმწიფოებმა ამიერიდან საფრთხე შეუქმნან მშვიდობასა და სტაბილურობას მთელ რეგიონში არარეგიონული ქვეყნებისა და სამხედრო ბლოკების ინტერესების გამო. ჩვენ მზად ვართ, სამართლიანი დიალოგისთვის თანაბარ პირობებში, დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით: სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოებია, რომელთა სტატუსი არანაირ განხილვასა და გადახედვას არ ექვემდებარება. აფხაზეთი და ოსეთი სამხრეთ კავკასიაში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი ფორპოსტი უნდა გახდნენ. სხვა გზები მიუღებელია ჩვენი ხალხებისთვის, ამიტომ მივმართავ ჩემს აფხაზ ძმებს და დებს პასუხისმგებლობით აღსავსე ძმური აფხაზეთისთვის ამ რთულ დროს. ჩვენ ერთად მივაღწიეთ ჩვენი ხალხების ისტორიულ გამარჯვებას და ერთად უნდა გადავწყვიტოთ ჩვენი აღდგენილი სახელმწიფოების მომავალი. რუსეთის გარეშე, რუსეთთან საიმედო ალიანსის გარეშე, შეიძლება, არ გვქონდეს ეს მომავალი“,- წერს კოკოითი Telegram-ზე. შეგახსენებთ, 14 სექტემბერს, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გორში მოსახლეობასთან შეხვედრისას ოკუპაციაზე ისაუბრა და აღნიშნა: "26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, როდესაც ომის გამჩაღებლები გასამართლდებიან, როდესაც უკლებლივ ყველა დამნაშავე ქართულ-ოსური ძმობისა და თანაცხოვრების დანგრევისთვის უმკაცრეს სამართლებრივ პასუხს მიიღებს, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე "ნაციონალურმა მოძრაობამ" 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“.
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)