17:27 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-17 11:25:30, 309 ნახვა

პოლიტიკა
ხაზარაძე - მზად ვარ, შევხვდე გახარიას პირადად და პრეზიდენტს მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ

მე მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხაზარაძის განცხადებით, „უპატივცემულობა იქნებოდა", თუკი, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან აუდიენცია შედეგებოდა მანამ, სანამ ორი პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივი მუშაობის შესახებ კონკრეტული ხედვა არ იარსებებს.

„მე, ჩვენ, კოალიცია „ძლიერ საქართველოსთან“ ერთად, მზად ვარ, გავაკეთო ყველაფერი, რაც შემიძლია იმისთვის, რომ დავასრულო „ქართული ოცნების“ მმართველობა, რომელიც ემსახურება რუსეთს და შევცვალოთ ისინი მთავრობით, რომელიც ემსახურება საქართველოს, რომელიც მიგვიყვანს ევროპულ მომავალთან. ამიტომ, ვაფასებ პრეზიდენტის მიერ ამ მიზნის ერთიანობის ხელშეწყობის მცდელობას.  

გუშინ მე განვაცხადე, რომ მზად ვარ, გადავდო წარსული საკითხები, პირადად შევხვდე გიორგი გახარიას და განვსაზღვროთ, გვაქვს თუ არა საერთო ხედვა, რომელიც საშუალებას მოგვცემს ერთად ვიმუშაოთ. მე გავუგზავნე მას პირადი შეტყობინება შეხვედრის სურვილით, სამწუხაროდ, ასეთი პირადი, ერთი-ერთზე შეხვედრა დღეს ვერ ხერხდება. მიმაჩნია, რომ უპატივცემულობა იქნებოდა, თუკი, ჩვენ პრეზიდენტს ერთობლივად შევხვდებოდით, სანამ არ გვექნება კონკრეტული ხედვა ორი, დამოუკიდებელი პოლიტიკური სუბიექტის ერთობლივი მუშაობის შესახებ. გვაქვს თუ არა რამე საერთო ვალდებულება ევროპული მომავლის მიმართ. მე მზად ვარ, ნებისმიერ მომენტში შევხვდე გიორგი გახარიას პირადად და მხოლოდ ამის შემდეგ შევხვდეთ პრეზიდენტს. კიდევ ერთხელ, მინდა მადლობა გადავუხადო პრეზიდენტს მისი პოზიციის გამო",- წერს ხაზარაძე "ფეისბუქის" გვერდზე.

შეგახსენებთ, გუშინ, 16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია 17 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics