2024-09-17 10:45:32, 311 ნახვა
მსოფლიო
ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს ეწვევა
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ეგვიპტეს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
დეპარტამენტის ცნობით, ოთხშაბათს, ბლინკენი ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრს, ბადრ აბდელატს შეხვდება და მასთან ეგვიპტე-აშშ-ის ურთიერთობებსა და ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევის მცდელობებს განიხილავს.
"ენტონი ბლინკენი შეთანხმების მიღწევის მცდელობებს განიხილავს, რომელიც ყველა მძევლის გათავისუფლებას, პალესტინელი ხალხის ტანჯვის შემსუბუქებასა და ფართო რეგიონალური უსაფრთხოების დამყარებას უზრუნველყოფს", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,