17:26 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 17:36:29, 390 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი გახარიას და ხაზარაძეს მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს

გაერთიანების გადაწყვეტილება "ძლიერი საქართველოს" და "გახარია - საქართველოსთვის" ხელშია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილმა კოალიცია, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია ხვალ, 17 სექტემბერს ორბელიანების სასახლეში, გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.

"ახლა საჭირო არის კიდევ ერთი რამ, რომ ოპოზიციური ამომრჩევლისთვის არჩევენიი გავამარტივოთ - პოზიტიური მესამე ცენტრი, რომელსაც ელოდება გადაუწყვეტელი ამომრჩეველი და რომელსაც უნარი აქვს, გააჩინოს საზოგადოებაში სრული მობილიზაციისთვის საჭირო მუხტი. მე ამისი მჯერა და ამიტომ, მონაწილეობა მივიღე ყველასთან კონსულტაციაში და მზად ვარ, როგორც ნეიტრალური მხარე, ამ პროცესს ხელი შევუწყო. გადაწყვეტილება კი ორი პროევროპული ძალის, ერთი მხრივ გაერთიანება "ძლიერი საქართველო" და მეორე მხრივ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" მათ ხელშია. 

ვიმედოვნებ, რომ ქვეყნისთვის ესოდენ მნიშვნელოვან ეტაპზე, შეძლებენ, გადადგან ის ნაბიჯი, რომელიც ამომრჩეველს მეტ სიცხადეს, გარკვეულობას და მეტი ძალის განცდას მისცემს. ნაბიჯი, რომელიც ასევე დაარწმუნებს ამომრჩეველს, რომ შეუძლიათ პოლიტიკურ პარტიებს, ქვეყნის გადარჩენის გულისთვის ბევრი რამე დათმონ და უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშონ ქვეყნის ევროპული მომავლის გადარჩენის საქმეში...

ხვალ, ორბელიანების სასახლეში ვეპატიჟები ორივე პოლიტიკურ ძალას, რათა მოლაპარაკებების ბოლო ეტაპი დაუყოვნებლივ გაიმართოს. ჩემი სრული მხარდაჭერა და მზადყოფნაა, რომ ეს პროცესი წარმატებით დასრულდეს და მიგვიყვანოს გამარჯვებამდე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
მოსაყდრე შიო, მიტროპოლიტი იობი, მიტროპოლიტი გრიგოლი - ცნობილია საპატრიარქო კანდიდატები
ქართულმა ოცნებამ საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადება დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics