2024-09-16 17:18:06, 316 ნახვა
მსოფლიო
ნიგერიაში წყალდიდობამ ციხის კედლები ჩამოშალა - 250-ზე მეტი პატიმარი ციხიდან გაიქცა
ნიგერიის ბორნოს შტატში ძლიერმა წყალდიდობამ ციხის კედლები ჩამოშალა და ციხიდან პატიმრები გაიქცნენ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.
როგორც CNN წერს, მომხდარის შედეგად ციხიდან გაქცევა 281-მა პატიმარმა მოახერხა, თუმცა გაქცეულებიდან 7 პატიმარი მალევე დააკავეს.
როგორც ნიგერიის გამოსასწორებელი სამსახურში აცხადებენ, გაქცეული პატიმრების ვინაობა ცნობილია და მათი ძებნა გრძელდება.
შეგახსენებთ, ნიგერიაში წყალდიდობების შედეგად 229 ადამიანი დაიღუპა და 386 000-ზე მეტი ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი სახლი დაეტოვებინა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,