|
2024-09-16 17:03:47, 394 ნახვა
საზოგადოება
ბელარუსი ჟურნალისტი ანდრეი მიალეშკა საქართველოში არ შემოუშვეს
ბელარუსი ჟურნალისტი ანდრეი მიალეშკა საქართველოში არ შემოუშვეს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ჟურნალისტის განცხადებით, “მიზეზი არ განუმარტავთ, თუ რატომ არ შემოუშვეს ქვეყანაში, ხოლო დოკუმენტზე, რომელიც მას მისცეს, წერია, რომ ის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს". ცნობისთვის, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოში სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს ახსნა-განმარტების გარეშე არ უშვებენ. 2022 წლის 12 დეკემბერს, რუსი ჟურნალისტი, Холод-ის პოდკასტის რედაქტორი ალექსეი პონომარევი საქართველოში არ შემოუშვეს. ასევე არ შემოუშვეს უკრაინელი ტელეწამყვანი რომან დრიბნოი, რომელიც საქართველოში უკრაინის მხარდასაჭერ საქველმოქმედო გამოფენას უნდა დასწრებოდა. შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს ბლოგერ ალექსეი რომანოვსაც. 2023 წლის 12 იანვარს, აზერბაიჯანელმა ჟურნალისტმა, სეიმურ ჰაზიმ განაცხადა, რომ საქართველოში არ შემოუშვეს და ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე უკან გააბრუნეს. ამავე წლის 13 თებერვალს, რუსეთის კრიზისული ცენტრის Насилию.нет-ის დამფუძნებელი ანა რივინა არ შემოუშვეს. 20 თებერვალს, შემოსვლაზე უარი უთხრეს რუს მწერალსა და ჟურნალისტს, ფილიპ ძიადკოს. 14 მარტს, რუსული ოპოზიციური საინფორმაციო ტელეარხის ДОЖДЬ-ის ჟურნალისტი ალექსანდრა შევჩენკო, 29 მარტს, რუსი უფლებადამცველი და პუტინის კრიტიკოსი დარიანა გრიაზნოვა, 19 აპრილს, რუსი პუბლიცისტი ალექსანდრ არხანგელსკი, 10 მაისს, ჩეჩენი ჟურნალისტი ჟალავდი გერიევი არ შემოუშვეს ქვეყანაში. 2 ივნისს, საქართველოში რუსი ჟურნალისტი და მწერალი ვიქტორ შენდეროვიჩი, 25 აგვისტოს, რუსეთის ბავშვთა ყოფილი ომბუდსმენი პაველ ასტრახოვი, 12 დეკემბერს, რუსი ნაციონალისტი და რუსეთის მიერ ექსტრემისტად გამოცხადებული დმიტრი დემუშკინი, ხოლო 2024 წლის 1-ელ თებერვალს, რუსი პოლიტოლოგი და პუბლიცისტი ფიოდორ კრაშენინიკოვი არ შემოუშვეს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)