12:58 - 17 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-16 15:55:36, 245 ნახვა

საზოგადოება
მახათას მთაზე მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის მეორე ეტაპი იწყება

სამხედრო მოსამსახურეებისთვის საბინაო პირობების გაუმჯობესების მიზნით,  მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტი გრძელდება. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მახათას მთაზე  საბინაო პროექტის მეორე ეტაპი 2024 წელს დაიწყება და რამდენიმე წელში დასრულდება. აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა. საბინაო პროექტის მეორე ეტაპი მიზნად ისახავს სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებასა და მომავალი სამხედროებისთვის მოტივაციის ამაღლებას.

“პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში, მახათას მთაზე 43 (ორმოცდასამი) მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი აშენდება. ბინების მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება, ხოლო ბენეფიციარების თანადაფინანსების წილი ერთ კვადრატულ მეტრზე უპრეცედენტოდ დაბალ ფასს - 100 აშშ დოლარს (ექვივალენტი ლარში) შეადგენს, რომლის დასაფარად უპროცენტო შიდა განვადება იმოქმედებს.

გეგმის მიხედვით, თავდაცვის უწყებაში მომუშავე ოფიცრები და სერჟანტები საცხოვრებელ ფართებს დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად მიიღებენ. სულადობის პრინციპის გათვალისწინებით, სამხედროები 50, 80 და 110 კვ. მეტრი ფართის ბინებს მიიღებენ.

საბინაო პოლიტიკის შეუქცევადობა კანონმდებლობით არის გამყარებული, რაც ნიშნავს, რომ პროექტი მომავალშიც გაგრძელდება. მინისტრის განცხადებით, პროექტის განგრძობითობა გაზრდის მოტივაციას და შექმნის ახალგაზრდა სამხედროების სამსახურში ჩართვის შესაძლებლობას.

მასშტაბური ბინათმშენებლობის პროექტის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. სამხედროებისთვის მახათას მთაზე უკვე აშენდა 39 კორპუსი, სადაც ბინა 1 000-ზე მეტმა სამხედრომ მიიღო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტომ კრუზი დაბრუნდება „ტოპ გან 3“-ში
Reuters: აშშ ირანში ოპერაციის გამო ევროკავშირის ქვეყნებში იარაღის მიწოდებას აჭიანურებს
იტალიაში ბანკის ძარცვის მცდელობისას 25 ადამიანი მძევლად აიყვანეს
პირველად მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს სამი საგნის გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა ეძლევათ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics