2024-09-16 15:20:48, 328 ნახვა
პოლიტიკა
„ნაციონალური მოძრაობა“ - ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი ზურაბ აბაევი პოლიციამ დააკავა და მას ფიზიკურად გაუსწორდა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ინფორმაციით, პოლიციამ ენმ-ის ნაძალადევის ორგანიზაციის წევრი ზურაბ აბაევი დააკავა და მას ფიზიკურად გაუსწორდა.
როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, აბაევი შინაგან საქმეთა სამინისტროს ნაძალადევის მე-9 განყოფილებაშია გადაყვანილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ნაძალადევის ოფისისდან გამოსულ ზურაბ აბაევს გარეთ პოლიცია დახვდა, სამართალდამცველებმა მას გადაუღეს ფოტოები, ვიდეო, დააკავეს, ჩატენეს მანქანაში და ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ამ დროისთვის კიკვიძის პარკთან მდებარე შსს-ს ნაძალადევის მე-9 განყოფილებაშია გადაყვანილი",- ნათქვამია განცხადებაში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,