|
2024-09-16 14:59:14, 309 ნახვა
პოლიტიკა
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შევიდა
საქართველოს მთავრობამ „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ცვლილებები სათბურის გაზების ემისიების ავტორიზაციის, მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის დანერგვას გულისხმობს. კონკრეტული სამრეწველო და საავიაციო საქმიანობებისთვის სავალდებულო გახდება სათბურის გაზების გაფრქვევის ავტორიზაციის მიღება, რომელიც მონიტორინგის გეგმის მომზადებას და ავტორიზაციის გამცემი ორგანოსათვის წარდგენას მოიცავს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, კანონში ცვლილებების შეტანა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების და ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულებების შესრულების ნაწილია. ის პირდაპირ ეხმიანება ევროკავშირის სათბურის გაზების ემისიებით ვაჭრობის სისტემას (ETS) და ნახშირბადის საზღვრის კორექტირების მექანიზმს (CBAM). "სათბურის გაზების ემისიების მონიტორინგის, ანგარიშგებისა და დამოწმების სისტემის (MRV) მოთხოვნები 2026 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილ სათბურის გაზების გაფრქვევებზე გავრცელდება. რეგულაციის დანერგვა ეროვნულ მარეგულირებელს ქვეყნის კლიმატის პოლიტიკისა და შესაბამისი ღონისძიებების ადეკვატურობის შეფასების შესაძლებლობას მისცემს. სათბური გაზების გაფრქვევის ავტორიზაციისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელება ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების გარეშე 1000 ლარით, ხოლო განმეორებით 2000 ლარით დაჯარიმებას, დადგენილი ფორმითა და ვადებში ანგარიშის წარუდგენლობა თავდაპირველად გაფრთხილებას, განმეორებით - 1000 ლარით დაჯარიმებას, ხოლო სათბურის გაზების გაფრქვევის მონიტორინგის ვალდებულების დარღვევა 800 ლარით, განმეორებით კი 2000 ლარის ოდენობით დაჯარიმებას გამოიწვევს. „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან, ენერგეტიკულ გაერთიანებასთან და ევროკავშირის ტექნიკური დახმარების ფარგლებში მოწვეულ საერთაშორისო ექსპერტთან მჭიდრო თანამშრომლობით მოამზადა", - ნათქვამია ინფორმაციაში.
ტრამპის საპასუხოდ სადაც მან ნორვეგიას საპირფარეშო უწოდა, ქვეყნის ტურიზმის სააგენტომ დიდებული არქიტექტურის ტუალეტები აჩვენა
თბილისის მერია - გავრცელებულ ვიდეოში ასახული სამარხი განკუთვნილია სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ძაღლების ნეშტების განსათავსებლად
აშშ-მ მოსკოვის ერთ-ერთ ყველაზე მონახულებად პარკში შესაძლო ტერორისტული თავდასხმის შესახებ გააფრთხილა
ინდოეთმა რუსეთს უვიზო მიმოსვლაზე უარი უთხრა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)