2024-09-16 14:24:10, 321 ნახვა
მსოფლიო
მედია - ჩეხეთში წყალდიდობას მსხვერპლი მოჰყვა - სტიქიას ებრძვიან პოლონეთსა და რუმინეთშიც
ჩეხეთში ძლიერი წვიმისგან გამოწვეულ წყალდიდობას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, 7 კი დაკარგულად მიიჩნევა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, ერთი ადამიანი ადიდებულ მდინარე კრასოვკაში დაიხრჩო.
წყალდიდობაა ასევე რუმინეთშიც, სადაც დაღუპულია 6 ადამიანი. წყალდიდობის შედეგად განსაკუთრებით დაზარალდა გალათის, ვასლუის და იასის აღმოსავლეთ რეგიონები.
სტიქიას ებრძვიან პოლონეთშიც. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, დონალდ ტუსკმა ქვემო სილეზიის რეგიონის ქალაქ კლოძკოს რაიონში არსებულ ვითარებას დრამატული უწოდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,