|
2024-09-16 11:38:55, 382 ნახვა
საზოგადოება
მოირგე მომავლის პროფესია - დარეგისტრირდი „საქართველოს ბანკის“ და კომაროვის სკოლის STEM სკოლაში
"საქართველოს ბანკისა" და კომაროვის სკოლის თანამშრომლობით შექმნილ STEM სკოლის მეოთხე ნაკადზე რეგისტრაცია დაიწყო. მოსწავლეების STEM მეცნიერებებით დაინტერესების, მომავლის პროფესიების პოპულარიზაციისა და ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, "საქართველოს ბანკი", კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით STEM სკოლის პროექტს ახორციელებს. STEM სკოლის ერთწლიანი კურსის გასავლელად, მოსწავლეებმა 27 სექტემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ განაცხადი ბმულზე. რატომ STEM სკოლა? ინიციატივის ფარგლებში, VII-XI კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, გაიარონ ერთწლიანი სასწავლო კურსი ონლაინ; მიიღონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით; დაეუფლონ მოთხოვნადი მეცნიერებების საფუძვლებს და მოარგონ მომავლის პროფესია საკუთარ ინტერესებს. დაფუძნების დღიდან STEM სკოლის ერთწლიანი კურსი უკვე გაიარა 600-მდე მოსწავლემ. აღსანიშნავია, რომ საუკეთესო შედეგის მქონე 120-მდე ახალგაზრდას "საქართველოს ბანკი" სწავლას სრულად უფინანსებს. „ნიჭიერი და მიზანდასახული ახალგაზრდებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად, მათი პოტენციალის სრულად ასათვისებლად და განვითარების ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად, უკვე მეორე წელია კომაროვის სკოლასთან თანამშრომლობით, STEM სკოლის პროექტს ვახორციელებთ. ეს არის შესაძლებლობა მოსწავლეებისთვის, ერთი წლის განმავლობაში კომაროვის სკოლის პროფესიონალების მენტორობით დაეუფლონ STEM მეცნიერებების საფუძვლებს, დაიგროვონ როგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული ცოდნა და აირჩიონ ისეთი მომავლის პროფესიები, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში პოზიტიური ცვლილების განხორციელებას. მოსწავლეებისთვის ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გასაზრდელად კი ჩვენ 120-მდე საუკეთესო შედეგის მქონე მოსწავლეს სწავლას სრულად ვუფინანსებთ. წარმატებებს ვუსურვებთ ახალი ნაკადის მონაწილეებს და ვიმედოვნებთ, ჩვენი ინიციატივისადმი ინტერესი კიდევ უფრო მეტად გაიზრდება“, - აღნიშნავს ანა ლომთაძე, "საქართველოს ბანკის" კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) მიმართულების ხელმძღვანელი. STEM სკოლის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ვებგვერდს. STEM სკოლის შესახებ იხილეთ ვიდეო
კმარა სუნთქვა აღარ შეგვიძლია - თურქეთში ათასობით ადამიანი ჟურნალისტების დაკავებების წინააღმდეგ გამოვიდა
სეს: სუნელ-სანელებლებში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავები გამოვლინდა
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
კობახიძე ღია რუსული პარტიების აკრძალვაზე უკრაინაში - პარტიების აკრძალვაზე არავის უთქვამს, რომ დემოკრატიის პრინციპს შეიძლება უკავშირდებოდეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
უკრაინამ განაცხადა, რომ Starshield-მა 400 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე აღადგინა.
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)