2016-02-21 14:20:35, 541 ნახვა
საზოგადოება
დაკარგული სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრები საპროტესტო აქციას მართავენ
17 წლის სამირა ბაირამოვას ოჯახის წევრები ფონიჭალაში საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობენ. მათი თქმით, სამართალდამცველებს გოგონას ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაციას აწვდიან, თუმცა ისინი რეაგირებას არ ახდენენ.
“პოლიციას ვაწვდით ინფორმაციას გოგოს ადგილმდებარეობის შესახებ. გვეუბნებიან, რომ ის ჩვენით უნდა მოვძებნოთ. რეაგირებას არ ახდენენ. სავარაუდოდ, გოგო ახლა მარნეულშია გატაცებული",– განაცხადა სამირა ბაირამოვას დედამ, ნაილა გურბანოვამ.
17 წლის სამირა ბაირამოვა 2 დღის წინ დაიკარგა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან