|
2024-09-12 21:51:40, 339 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები
ჯერ ერთი - რუსული კანონები არ არსებობს ქვეყანაში, მე არ ვიცი, მსგავსი ტიპის კანონი, არ მინახავს და წარმოდგენა არ მაქვს, რა არის რუსული კანონი. რაც შეეხება გამჭვირვალობას, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, საიდან ფინანსდებიან არასამთავრობო ორგანიზაციები, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას განაცხადა. კალაძეს აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის ბენ კარდინის განცხადების შეფასება სთხოვეს, რომელმაც განაცხადა, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი რუსული კანონის ანალოგს წარმოადგენს. "გამჭვირვალობის შესახებ კანონი მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ საზოგადოებამ იცოდეს, რა კონკრეტულ პროექტებში იხარჯება უცხოეთიდან შემოსული თანხები, ვისი ინტერესია, რა ინტერესია, ეს ყველაფერი ცხადი უნდა იყოს, თუმცა აქ ერთი რამ არის მთავარი - ჩვენ ძალიან დიდი ეჭვი გვაქვს და ამ ეჭვს ის კონკრეტული დაფინანსებები ადასტურებს, რომელიც ხელშემწყობი იყო რევოლუციური სცენარებისთვის, ექსტრემისტული ორგანიზაციების დასაფინანსებლად, ჩვენი სარწმუნოების წინააღმდეგ დასაფინანსებლად და საზოგადოებამ უნდა იცოდეს დეტალურად, ვინ დგას ამის უკან, რომელი სახელმწიფოები აფინანსებენ არასამთავრობო ორგანიზაციებს. აღნიშნული გამჭვირვალობის კანონი მხოლოდ ამ ერთ რამეს ითხოვს", - განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების კრიტიკით დაკავებული უცხო ქვეყნების წარმომადგენლების პოლიტიკური გზავნილების მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლებასა და ხალხს შორის დაპირისპირების გაჩენაა. "როდესაც ჩვენ კანდიდატის სტატუსი არ მოგვცეს, იგივე მესიჯები იყო, აი, თქვენ კარგი ხართ, ქართველები, იმსახურებთ ევროპას, თუმცა ხელისუფლება გყავთ ცუდი, ეს ბრიყვული მესიჯი ჰქონდათ მაშინაც. მცდელობა იყო, რომ საზოგადოება დაეპირისპირებინათ ხელისუფლებისთვის, მაგრამ არ გამოუვიდათ, რადგან ქართველი კაცი არის გონიერი და რეალურად ხედავს, რა მოცემულობა გვაქვს დღეს და ყველა ის ადამიანი, რიგითი მოქალაქე, ვისაც უყვარს ქვეყანა და უნდა მშვიდობის შენარჩუნება, არავის არ მისცემს იმის ფუფუნებას და უფლებას, საკუთარი ქვეყანა, სადაც დაიბადა, გაიზარდა, შვილები, შვილიშვილები ჰყავს, გამოაყენებინოს ვიღაცას ვიღაცის ინტერესების გასატარებლად, რომ მივიღოთ ისეთი მდგომარეობა, რაც სამწუხაროდ გვაქვს უკრაინაში. არავის მივცემთ იმის უფლებას, საქართველოში მივიღოთ იგივე მდგომარეობა", - განაცხადა კახა კალაძემ.
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)