|
2024-09-12 21:36:38, 309 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის მერმა დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული სკვერები გახსნა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად, დიღმის მასივში ახლად რეაბილიტირებული ტექსელის, სიკო დოლიძის სახელობის და მაიაკოვსკის ძეგლის მიმდებარე სკვერები გახსნა და მოსახლეობასთან ერთად ჯგუფ „ურსას“ კონცერტს დაესწრო. „ძალიან კარგი პროექტი განხორციელდა დიღმის მასივში. არსებული სკვერები იყო ძალიან მძიმე მდგომარეობაში. ისინი ამჟამად მთლიანად მოწესრიგებული და განახლებულია. შეიცვალა მიწისქვეშა კომუნიკაციები, მოეწყო სარწყავი სისტემა, დაემატა ხე-მცენარეები, გაკეთდა საველოსიპედო და საფეხმავლო ბილიკები, განათდა და ხედავთ, რამდენად სასიამოვნო გარემოა. უამრავი ადამიანი სარგებლობს ამ სივრცით, რომელიც ჯამში ოთხ ჰექტარს მოიცავს. ძალიან მიხარია, რომ ქალაქში ასეთი პროექტები ხორციელდება, თუმცა ამაზე არ ვჩერდებით, კიდევ ბევრი რამ გვაქვს დაგეგმილი და ეტაპობრივად, დედაქალაქის მოსახლეობას მივაწვდით ინფორმაციას განსახორციელებელ პროექტებზე“, - განაცხადა კახა კალაძემ. ღონისძიებას ასევე დაესწრნენ თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია, ასევე, საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს წევრები. გარდა რეაბილიტაციისა, ტექსელის სკვერი და მაიკოვსკის ძეგლის მიმდებარედ არსებული სკვერი ერთმანეთთან დაკავშირდა საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკებით. სამუშაოების ფარგლებში, თბილისის დინამოს ბაზის მიმდებარედ, გამწვანებული კუნძულებიც მოეწყო. სკვერებში მოეწყო გარე განათებისა და ვიდეომეთვალყურეობის სისტემები, საბავშვო და სპორტული მოედნები, საფეხმავლო და საველოსიპედო ბილიკები, ცხოველთა სასეირნო სივრცე და მოსასვენებელი პავილიონები, ასევე, სამაგიდო სათამაშო სივრცეც. აღსანიშნავია, რომ რეკრეაციულ ზონებსა და გზაგამყოფ კუნძულებზე ჩატარდა გამწვანებისთვის საჭირო ღონისძიებები: მოეწყო სარწყავი სისტემები, 20 448 კვ.მ ფართობზე დაიგო და დაითესა ბალახი, ასევე, დაირგო 15 218 ძირი სხვადასხვა სახეობის ნერგი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 7 883 396 ლარს შეადგენს. აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„ჩვენ მისგან შორს უნდა დავიჭიროთ თავი“ - ევროპულმა ულტრამემარჯვენეებმა ტრამპს ზურგი აქციეს
იმოგზაურე გიორგი მოსიძესთან ერთად აზროვნების სამყაროში - ფოთში, გიორგი მოსიძესთან შეხვედრა გაიმართება
კობახიძე - ამჟამინდელ ევროკავშირს სერიოზული გამოწვევები აქვს
კობახიძე - საქართველოს, ევროპის მასშტაბით, ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი ტემპი აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
კიევში, ოდესასა და დნეპრის რაიონებში დაბომბვის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
კიევის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი მკვეთრად იზრდება
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)