|
2024-09-12 20:38:20, 432 ნახვა
პოლიტიკა
შაჰინი - 30 წელზე მეტია, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიას - საქართველოს მთავრობას სურს, რომ ეს მონაპოვარი წყალს გააყოლოს
უკვე 30 წელზე მეტია, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას, საქართველოს მთავრობას სურს, რომ ეს მონაპოვარი წყალს გააყოლოს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, ჯინ შაჰინმა სენატში მიმდინარე მოსმენაზე განაცხადა. როგორც შაჰინმა აღნიშნა, "უცხოური გამჭვირვალობის შესახებ" კანონის გამო "საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ არა კარგი". "საქართველოსა და ამერიკის ურთიერთობაში დიდი გარდატეხა მოხდა, სამწუხაროდ არა კარგი, ამ კანონის გამო. ჩვენ ნამდვილად გვინდა, რომ ჩვენი ურთიერთობები განვითარდეს დადებითად და ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებას. ერთადერთი, ნამდვილად რაც მაწუხებს, არის ის, რომ ამერიკა აღარ აფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ასე დიდ საქმეს აკეთებენ. ჩვენ გვესმის, რომ დემოკრატიაში შეიძლება იყოს კრიტიკული და ამას გვთხოვს, რომ შეგვეჩერებინა არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და მე ავუხსენი, რომ დემოკრატიულ საზოგადოებაში უნდა იყოს კრიტიკული აზრი და ნამდვილად, სამოქალაქო საზოგადოება და ოპოზიცია არ ეთანხმებიან პრემიერს ამ გამონათქვამში. როგორც ბატონა რიშმა თქვა, უკვე 30 წელზე მეტია, აშშ მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიის განვითარებას, რადგან ჩვენ გვაქვს საერთო ფასეულობები და საქართველოს მთავრობას უნდა, რომ ეს მონაპოვარი გადაყაროს და წყალს გააყოლოს. უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი ჯერ კიდევ ოკუპირებულია", - განაცხადა შაჰინმა.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)