20:58 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-11 14:40:21, 285 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ და რადიკალური დაჯგუფების ძირითადი დამფინანსებელი დავით კეზერაშვილი გახლავთ

ყველასთვის ცხადი და ნათელი გახდა, რომ ე.წ. ქოლცენტრების სქემის სათავეში თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი იდგა, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. 

როგორც კალაძემ აღნიშნა, "თაღლითური სქემის შესახებ ჟურნალისტური გამოძიებაც ჩატარდა, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა". 

"აღნიშნული თაღლითური სქემა, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმეა, რომელიც ცხადი გახდა ყველასთვის, არამხოლოდ ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ბევრ ევროპულ ქვეყანაში კონკრეტული გამოძიებები მიმდინარეობს. მათ შორის, გერმანიაშიც დააკავეს კონკრეტული პირები, თუმცა, უშუალოდ კეზერაშვილს რაც შეეხება, გაუგებარია იმ თვალსაზრისით, რომ ყველამ ყველაფერი იცის. თუ არ ვცდები, უცხოურ მედიაში სპეციალური გამოშვებაც კი იყო, ჩატარდა ჟურნალისტური გამოძიება, სადაც დეტალურად გაიშიფრა სქემა. ყველაფერი ცხადი და ნათელი გახდა, რომ ამ სქემის სათავეში იდგა კეზერაშვილი", - განაცხადა კახა კალაძემ. 

რაც შეეხება ევროპაში დავით კეზერაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას, თბილისის მერი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი გონივრულ ეჭვებს აჩენს. 

"ეჭვებს, რა თქმა უნდა, აჩენს ის ფაქტი, რომ კეზერაშვილი თავისუფლად გადაადგილდება. მე მაქვს ჩემი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით - ალბათ, რაღაც მიმართულებით სჭირდებათ, რომ გამოიყენონ. სხვათა შორის, საინტერესოა, რომ პენსიონერების ნაძარცვი თანხები შემოდის საქართველოშიც და ხმარდება პოლიტიკას, შეიძლება ხდება კონკრეტული ტელევიზიის დაფინანსება. იმიტომ არის მნიშვნელოვანი გამჭვირვალობა და ის კანონი, რომელიც პარლამენტმა მიიღო, რომ ყველაფერი ცხადი გავხადოთ - საიდან, ვისგან შემოდის და რაში იხარჯება თანხები", - აღნიშნა დედაქალაქის მერმა. 

გარდა ამისა, კახა კალაძე გამოეხმაურა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრების მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას, რომლის თანახმადაც, დავით კეზერაშვილი ე.წ. ქოლცენტრების საქმეში უდანაშაულოა.  

"რა თქმა უნდა, მცდელობა ექნებათ, დაიცვან, იმიტომ, რომ ძირითადი დამფინანსებელი „ნაციონალური მოძრაობის“ და ბოროტების, რადიკალური დაჯგუფების გახლავთ კეზერაშვილი, მაგრამ საზოგადოებამ, მსოფლიომ გაიგო თუ ვინ არის კეზერაშვილი და რა თაღლითურ სქემაშია ჩართული", - განაცხადა კახა კალაძემ. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics