|
2024-09-11 14:30:55, 367 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე - ბიძინა ივანიშვილს აქვს დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა საზოგადოების მხრიდან
ბიძინა ივანიშვილის როლი ქართულ პოლიტიკაში განსაკუთრებულია, ვინ სად ვიქნებით, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, ყოველთვის საქართველოს ინტერესებს გავატარებთ, - ასე უპასუხა თბილისის მერმა მედიის მიერ დასმულ კითხვას, ბიძინა ივანიშვილის შესაძლო პრემიერობაზე. როგორც კალაძემ აღნიშნა, საქართველოს ირაკლი კობახიძის სახით ღირსეული პრემიერ-მინისტრი ჰყავს. "დღეს ქვეყანას ჰყავს ღირსეული პრემიერ-მინისტრი ჰყავს ირაკლი კობახიძის სახით. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ქართულ პოლიტიკაში მისი როლი განსაკუთრებულია. თანამდებობებს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მთავარია, სადაც არ უნდა ვიყოთ, ყოველთვის ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით. ზეწოლის მიუხედავად, იმ ქვეყნის ინტერესებს გავატარებთ, რომელსაც საქართველო ჰქვია", - განაცხადა კახა კალაძემ. მისივე განმარტებით, ბიძინა ივანიშვილს საზოგადოების დიდი მხარდაჭერა აქვს, რადგან მისი წვლილი ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებაში, დიდია. "ბიძინა ივანიშვილია ადამიანი, ვის ირგვლივაც 2011 წელს სრულიად საქართველო გაერთიანდა, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს კი საქართველომ გაიმარჯვა. დავამარცხეთ ბოროტება, სისხლიანი რეჟიმი, რაც მძვინვარებდა ქვეყანაში და ხალხს უდიდეს პრობლემებს უქმნიდა. შესაბამისად, მას აქვს დიდი მხარდაჭერა და პატივისცემა საზოგადოების მხრიდან. მას აქვს მნიშვნელოვანი როლი იმაში, რომ ქვეყნაში არის მშვიდობა. ეს პრაგმატული პოლიტიკა მომავალშიც გაგრძელდება. ყოველთვის გათვალისწინებული იქნება ქართველი ხალხის ინტერესი", - აღნიშნა კახა კალაძემ.
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
ტრამპი: აშშ-ს ირანში კიდევ ერთი ან ორი სამიზნე აქვს გასანადგურებელი
საფრანგეთში ცხოვრების ფასების ზრდის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციებში დაახლოებით 320 000 ადამიანი მონაწილეობდა
შეერთებულმა შტატებმა ბელორუსს Boeing-ის სათადარიგო ნაწილებისა და ახალი თვითმფრინავების შეძენის უფლება მისცა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)