|
2024-09-11 10:29:30, 378 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან
ეს არის 2012 წლის შემდეგ არანაკლებად, რაღაც კუთხით უფრო მნიშვნელოვანი არჩევნებიც კი. ეს არანაკლები მნიშვნელობის არჩევნები იქნება, ამიტომ არის ბატონი ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერი. დღეს საკითხი დგას ასე: ქვეყნის გადარჩენა და მშვიდობა გახდა პრიორიტეტი და ამის საწინააღმდეგო ბრძოლას ჩვენ ვხედავთ განსაკუთრებით ქვეყნის გარედან, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ მმართველი გუნდის საარჩევნო სიის ოცეულის წარდგენის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მდინარაძემ განმარტა, "ნაციონალური მოძრაობა" და სხვა პოლიტიკური პარტიები, "რეალურად წარმოადგენენ აგენტურას" და ისინი "ქართული ოცნების" ოპონენტები არ არიან. მისი თქმით, "ქართული ოცნება" "გლობალური ომის პარტიას" უწევს ოპონირებას. "ნაცმოძრაობა", პოლიტიკური პარტიები, რომლებიც რეალურად წარმოადგენენ აგენტურას და არა პოლიტიკურ სუბიექტებს, არ არიან რეალურად ჩვენი ოპონენტები. პირიქით, ჩვენ ვუწევთ ძალიან დიდ ძალებს ოპონირებას. ჩვენ ვართ გლობალური ომის პარტიის ოპოზიციაში, იმდენად დიდი ძალების საერთო ინტერესი გახლავთ, რომ ეს ქვეყანა მეორე და მესამე ფრონტი იყოს, ეს ქვეყანა პლაცდარმი იყოს იმისათვის, რომ რუსეთი შესუსტდეს. ეს შეიძლება კარგი მიზანი იყოს, მაგრამ, ამისათვის ქვეყანა არ უნდა გავანადგუროთ",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)