21:46 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-10 17:46:41, 398 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბიშვილი - მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს

მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას,- ამის შესახებ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვას - თქვენი მანდატი ამოიწურება მას შემდეგ, რაც მომავალი პარლამენტი მოვალეობის შესრულებას შეუდგება. როგორი იქნება თქვენი პირადი პოლიტიკური მომავალი? - ზურაბიშვილმა ასე უპასუხა:

"მზად ვარ, ავიღო დიდი პასუხისმგებლობა, მათ შორის მეორე ვადით, რათა საქართველო დაუბრუნდეს ევროპულ გზას. თუ ჩემ მიერ შეთავაზებული ქარტია ამოქმედდება, მზად ვარ, ვიყო მომლაპარაკებელი ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან",- აღნიშნა პრეზიდენტმა.

ზურაბიშვილმა Le Figaro-სთან საუბრისას "ქართულ ქარტიაზეც" გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ  ქარტია ევროკავშირის მიერ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების ფარგლებში საქართველოსთვის, ბოლო ორი წლის განმავლობაში, წარდგენილ ევროპულ რეკომენდაციებს ეფუძნება.

"რეკომენდაციები, რომლებიც ეხება მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას და ზოგადად, ქვეყნის ყველა ინსტიტუტს, "საარჩევნო კოდექსის“ რეფორმას. ის ითვალისწინებს ბოლო წლებში მიღებული ისეთი კანონების გაუქმებას, რომლებიც ეწინააღმდეგება ევროკავშირთან დაახლოებას, უგულებელყოფს "საქართველოს კონსტიტუციის“ 78-ე მუხლს, რომლის მიხედვითაც, ქვეყნის ინსტიტუტებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისათვის, რომ უზრუნველყონ საქართველოს ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.

იდეა ისაა, რომ მომავალი გაზაფხულისთვის შესაძლებელი იყოს ევროკავშირისათვის იმის ჩვენება, რაც გაკეთდა, რეკომენდაციების დასაკმაყოფილებლად, რათა მივიღოთ წევრობის მოლაპარაკებების გახსნის უფლება",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ ქვეყნის მომავალი სტაბილურობა 26 ოქტომბერს "პროდასავლური ოპოზიციის აშკარა გამარჯვებაზე გადის".

"ამის ახსნას ვცდილობ პოლიტიკურ პარტიებთან, ახლა არ არის მეტოქეობის დრო. ეს ოპოზიცია ვერ იქნება ერთიანი ახლო წარსულის გათვალისწინებით, მაგრამ შეიძლება საკმარისად გაერთიანებულნი იყვნენ ევროპული იდეის გარშემო, რათა მიიღონ ხმების 50%, ან 60%.

მმართველი პარტია დასუსტებულია გაზაფხულის საპროტესტო აქციების შემდეგ. გამოკითხვების მიხედვით, 25%-ზე მეტს ვერ იღებენ. ქართველების უდიდესი უმრავლესობა მტკიცე რჩება ევროპისკენ სწრაფვაში, იმ დონემდე, რომ "ქართულ ოცნებას“ მოუწია, გადაეხედა თავისი ლოგოსთვის და საარჩევნო პლაკატად აერჩია ისეთი სიმბოლო, რომელიც აერთიანებს მათ ლოგოს ევროპულ დროშასთან",- ამბობს ზურაბიშვილი, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics