2024-09-10 09:08:53, 370 ნახვა
მსოფლიო
კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან
კალიფორნიაში ტყის ხანძარს ებრძვიან, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ამის შესახებ ინფორმაცის ABC News-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, კალიფორნიის სამხრეთით, სან-ბერნარდინოს ოლქის მიმდებარედ, ხანძრის გამო, საფრთხე უკვე 36 000-ზე მეტ შენობას, მათ შორის, საცხოვრებელ სახლებს ემუქრება.
სან-ბერნარდინოს ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
კალიფორნიის სატყეო და სახანძრო დეპარტამენტის ინფორმაციით, ამ დროისთვის, დაახლოებით, 8 580 ჰექტარია დამწვარი. ხანძრის მხოლოდ 3%-ია ლოკალიზებული.
ხანძრის გამომწვევი მიზეზის დასადგენად მიმდინარეობს გამოძიება.
ცნობისთვის, ხანძარი 5 სექტემბერს ლოს-ანჯელესის აღმოსავლეთით გაჩნდა.
ავტორი: ექსპრესნიუსი,