|
2024-09-09 14:28:26, 458 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - თუ არასამთავრობო ორგანიზაცია სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება, მაშინ მას არასამთავრობო კი არა, „გარესამთავრობო“ უნდა ერქვას
"ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ინიციატივასთან დაკავშირებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს, "თუ არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება, მაშინ მას არასამთავრობო კი არა, "გარესამთავრობო" ორგანიზაცია უნდა ერქვას". "როგორ შეიძლება მთავრობის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციას არასამთავრობო ეწოდოს?! არასამთავრობოა ორგანიზაცია, რომელიც სხვა ქვეყნის მთავრობისგან ფინანსდება! კრიტიკამაც არ დააყოვნა, მართალია, ეგენი სხვა მთავრობის დაფინანსებული ორგანიზაციები არიან და არა საკუთარი ქვეყნის მთავრობის, ამიტომ რა პრობლემააო. მაშინ არასამთავრობო რატომ, დავარქვათ გარესამთავრობო ორგანიზაციები. მაგალითად: NED - აფინანსებს აშშ-ის მთავრობა; GIZ - აფინანსებს გერმანიის მთავრობა; USAID - აფინანსებს აშშ-ის მთავრობა; UNDP - აფინანსებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია; EED - აფინანსებს ევროკავშირი; NDI - აფინანსებს აშშ-ის ცენტრალური ბიუჯეტი; IRI - აფინანსებს აშშ-ის ცენტრალური ბიუჯეტი… ნაცურ-აგენტურული ლოგიკით, ესეც რუსული მიდგომაა!" - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის დააფუძნონ საგრანტო პროგრამა, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)