03:05 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 13:02:58, 512 ნახვა

ომი უკრაინაში
გაეროს მონაცემებით, 2022 წლის 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში 11 743 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

2022 წლის 24 თებერვლიდან 2024 წლის აგვისტოს ბოლომდე, უკრაინის მშვიდობიან მოსახლეობაში დაჭრილთა რიცხვმა, სულ მცირე, 24 614 ადამიანი შეადგინა, ხოლო დაღუპულთა რაოდენობამ - 11 743. ამის შესახებ მონაცემები გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის სამმართველომ (OHCHR) გამოაქვეყნა.

გაეროს მონაცემებით, აგვისტოში უკრაინაში, სულ მცირე, 184 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 856 კი დაშავდა.

"გაერო კონფლიქტთან დაკავშირებული ძალადობის შედეგად სამოქალაქო ზიანის შესახებ ინფორმაციას წყაროების ფართო სპექტრიდან აგროვებს, მათ შორის მსხვერპლებთან, მათ ნათესავებთან და მოწმეებთან ინტერვიუებიდან, ღია წყაროს ინფორმაცია, მათ შორის ფოტო და ვიდეომასალა, სასამართლო ექსპერტიზის ჩანაწერები და ანგარიშები, სისხლის სამართლის გამოძიების მასალები, სასამართლო დოკუმენტები, საერთაშორისო და ეროვნული არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშები, სამართალდამცავი და სამხედრო პირების საჯარო მოხსენებები, სამედიცინო დაწესებულებებისა და ადგილობრივი ხელისუფლების მონაცემები - ყველა წყარო და ინფორმაცია ფასდება მათი შესაბამისობისა და სანდოობის მიხედვით და გადამოწმებულია. 

ზოგიერთ შემთხვევაში, დადასტურებას დრო სჭირდება. ეს ნიშნავს, რომ რაც უფრო მეტი ინფორმაცია გახდება ხელმისაწვდომი, სამოქალაქო მსხვერპლის შესახებ დასკვნები შეიძლება გადაიხედოს და რიცხვები შეიცვალოს",- აღნიშნულია გაეროს ანგარიშში.

გაეროს მონაცემების თანახმად, რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დროს უკრაინაში სულ დაიღუპა 5 692 მამაკაცი, 3 534 ქალი, 338 არასულწლოვანი ბიჭი და 275 გოგონა. რუსეთის აგრესიის შედეგად დაღუპული 28 ბავშვისა და 1 876 მოზრდილის სქესის დადგენა ჯერჯერობით ვერ მოხერხდა.

გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთის აგრესიის შედეგად აგვისტოში, უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი 91% და საგანმანათლებლო და ჯანდაცვის ობიექტების დაზიანება 95% იყო. თავდასხმების შედეგად ამავე თვეში რუსეთმა გაანადგურა 2 სამედიცინო და 13 საგანმანათლებლო დაწესებულება, ხოლო დააზიანა 28 სამედიცინო და 38 საგანმანათლებლო დაწესებულება. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics