|
2024-09-09 10:13:05, 416 ნახვა
პოლიტიკა
კალაძე ოპოზიციაზე - ჩვეულებრივი ფაშისტები არიან - რასაც დაავალებენ, თუ მოსაკლავია, მოკლავენ, გადაუვლიან
სიახლე არაფერია იმაში, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სიძულვილის ენის გააქტიურება ხდება,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. კალაძის თქმით, "ამის მარტივი მაგალითია ის რეაქცია", რომელიც "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, მოძრაობა "სირცხვილიას“ რეგისტრაციას მოჰყვა. "სიახლე არ არის, რომ განსაკუთრებით მაშინ, როცა არჩევნები ახლოვდება, სიძულვილის ენის გააქტიურება ხდება. წყალტუბოს შემთხვევასაც თავი დავანებოთ და ავიღოთ ერთი მარტივი მაგალითი - ნახეთ, რა მდგომარეობაში ჩააყენეს საკუთარმა თანაგუნდელებმა მოძრაობა "სირცხვილია“. ესენი არიან ჩვეულებრივი ფაშისტები. არანაირი წითელი ხაზი არ არსებობს, არანაირი ზღვარი - რასაც ეტყვიან და დაავალებენ, თუ მოსაკლავია, მოკლავენ, გადაუვლიან. ეს არის ბოროტმოქმედი ძალა, რომელიც ხელისუფლებაში იყო და ყველას აჩვენეს, თუ როგორი არ უნდა იყოს ხელისუფალი. დღეს კი, სადაც იმყოფებიან, ზოგი არასამთავრობო სექტორში, ზოგი ოპოზიციაში, აჩვენებენ, როგორი არ უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი და ოპოზიცია“,- განაცხადა კახა კალაძემ.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)