23:08 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-09 09:55:14, 319 ნახვა

პოლიტიკა
კობახიძე - პრობლემაა, როდესაც EU-ის წარმომადგენლები ტყუილზე დაფუძნებით აჩერებენ რაღაცის დაფინანსებას - ეს მათ კარგად არ ახასიათებთ

პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ტყუილზე დაფუძნებით აჩერებენ რაღაცის დაფინანსებას, ტყუილი არის ძალიან ცუდი და ეს კარგად არ ახასიათებს ევროკავშირის წარმომადგენლებს,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს გაუცხადა. 

კითხვაზე, "გამჭვირვალობის" კანონის მიღების შემდეგ, გარკვეული დაფინანსებები შეჩერდა და რა ბედი ელოდებათ ასეთ ორგანიზაციებს, მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, თუ რამე შეჩერდა, ყველაფერი ძალიან მარტივად დაკომპესირდება. 

"რაც შეეხება ტერმინ რუსულ კანონს, ეს არის ტყუილი, ეს არის ცრუპენტელობა, რაც თქვენც ძალიან კარგად იცით. რაც შეეხება დაფინანსებას, თუ რამე შეჩერდა, ყველაფერი ძალიან მარტივად დაკომპესირდება. არის ძალიან მცირე თანხებზე საუბარი, თავად ფაქტი არის ცუდი, ის ფაქტი, რომ სიცრუის გამო ხდება რაღაც თანხების შეჩერება, ეს არის ძალიან ცუდი, მაგრამ იმდენად მცირე თანხებზეა საუბარი, რომ ამის დაკომპესირებას არაფერი სჭირდება.

დღეს გვქონდა საუბარი იმაზე, რომ გასული 4 წლის განმავლობაში ჩვენი ბიუჯეტი გაიზარდა 10 მილიარდი ლარით, ამ ყველაფერთან მიმართებით, იმ პროექტებზე, რაზეც არის საუბარი, არის ზღვაში წვეთი. არავითარი დიდი ფინანსები არ არის ამასთან დაკავშირებული, ამის კომპესირება ადვილია, ცუდი არის ის, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები სიცრუეზე დაფუძნებით ახორციელებენ ასეთ აქტებს. ეს არის შემაშფოთებელი და სამწუხარო. მიზერულია და დავუკოკმპესირებთ. 

მაგალითისათვის სოფლის მეურნეობა არის ერთ-ერთი სფერო, სადაც თანხები იდება, ამას გვეუბნებიან. მთლიანობაში, ქვეყნის მასშტაბით, ამ თანხების წლიური მოცულობა ევროკავშირის ნაწილში არის, დაახლოებით, 5 მილიონი ევრო, მაშინ, როდესაც საქართველოს მთავრობა შესაბამის პროექტებზე წლის განმავლობაში ხარჯავს 330 მილიონ ლარს. ვხედავთ როგორი თანაფარდობაა, ამის დაკომპესირება არ არის პრობლემა, პრობლემაა, როდესაც ევროკავშირის წარმომადგენლები ტყუილზე დაფუძნებით აჩერებენ რაღაცის დაფინანსებას. კომპესირება არ არის პრობლემა, მაგრამ ტყუილი არის ძალიან ცუდი და ეს კარგად არ ახასიათებს ევროკავშირის წარმომადგენლებს",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics