|
2024-09-08 19:48:28, 418 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა
„ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი კახა კალაძე ახალციხეში „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა. კახა კალაძის განცხადებას „ექსპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ: „მივესალმები ადიგენს, ბორჯომს, ასპინძას, ნინოწმინდას, ახალქალაქს, მთელს სამცხე-ჯავახეთს და აქ მცხოვრებ ძალიან მაგარ ხალხს. მიხარია, რომ დღეს ამდენი გულანთებული ადამიანი ვართ შეკრებილი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ნამდვილად გვესმის, რამხელა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, თუმცა ამ მხარეს გამოწვევების არასდროს ეშინოდა და დღესაც, დარწმუნებული ვარ, სრული რწმენა გვაქვს იმის, რომ ერთად დგომით კიდევ ერთხელ დავამარცხებთ ჩვენს შიდა თუ გარე მტრებს და ქვეყანას გავიყვანთ სამშვიდობოს. სამცხე-ჯავახეთი იმ დიდი მესხეთის განუყოფელი ნაწილია, სადაც თანამედროვე კულტურის აკვანი დაირწა. ამ კულტურაზე დაფუძნებით სწორედ ამ მხარიდან დაიწყო საქართველოს გაერთიანება და შუა საუკუნეების ერთ-ერთ ძლიერ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. მე დარწმუნებული ვარ, დღესაც თითოეული აქ მყოფი ადამიანის, თოთოული ჩვენი მოქალაქის მთავარი ოცნება სწორედ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობაა. ამიტომ ჩვენ გვმართებს მოთმინება, დიდი სიბრძნე ჩვენი წინაპრების გამოცდილების სწორად გააზრებ, რომ საჭირო დროს სწორად ვიმოქმედოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანად გაერთიანებისთვის. ამ მხარემ ზუსტად იცის, რა ძალა აქვს საქართველოს ერთობას და დარწმუნებული ვარ სამცხე-ჯავახეთი ამ არჩევნებზე თავის სიტყვას იტყვის, რომ უფრო ახლოს მივიდეთ იმ სანუკვარი ოცნების ასრულებასთან, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია. დიახ, ჩემო მეგობრებო, დღეს დგას ის დრო, როდესაც თუ სწორად ვიმოქმედებთ, თუ ყველა საფრთხეს და შესაძლებლობას ზუსტად შევაფასებთ, თუ არ ავყვებით ქვეყნის შიგნიდან თუ გარედან წამოსულ პროვოკაციებს, რომელიც ჩვენი ქვეყნის არევისა და დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული, ჩვენი ქვეყნის გამთლიანების შესაძლებლობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. ამიტომ დღეს არავის გვაქვს უფლება, არ გავიზიაროთ ისტორიული გაკვეთილები, არავის გვაქვს უფლება, ავყვეთ ემოციებს. ჩვენ უბრალოდ მომავალი თაობები არ გვაპატიებენ შეცდომას. თუ გადავხედავთ წარსულს, ვნახავთ, რამდენი შეცდომა გვაქვს დაშვებული, რომელიც, რა თქმა უნდა, მძიმეა. დღეს მოქმედების დროა და ეს მოქმედება, პირველ რიგში, არჩვენბზე ჩვენი გააზრებული არჩევანით უნდა გამოვხატოთ. რა არის ქართველი კაცის, ქართველი ადამიანის ქართული ოცნება? მე დარწმუნებული ვარ, ყველა ის ადამიანი, ვისაც უყვარს საკუთარი სამშობლო, საკუთარი ხალხი და ქვეყანა, ყველას გულში ოცნება აქვს, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა და სიმშვიდე, მოვახდინოთ ქვეყნის ტერიტორიული გამთლიანება, ეკონომიკური განვითარება და რა თქმა უნდა, ყველა ღირსეული ქართველის ქართულ ოცნებას გაუმარჯოს! ჩემო მეგობრებო, ჩვემო თანამებრძოლებო, ჩვენ უნდა ავირჩიოთ მშვიდობა ომის ნაცვლად, შენება და განვითარება ნგრევის ნაცვლად, უნდა ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანების გზა და მხოლოდ ამ გააზრებული ნაბიჯებით, გაერთიანებული ქვეყნით, მშვიდობით და ღირსებით შევაბიჯოთ იქ, სადაც ჩვენი ისტორიული ადგილია - ერთიან ევროპულ ოჯახში! გაუმარჯოს ერთიან საქართველოს, გაუმარჯოს საქართველოს მშვიდობიან, ევროპულ მომავალს, გაუმარჯოს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც გვიცხადებს ნდობას და გვაძლევს შესაძლებლობას, ქვეყანა სწორი გზით ვატაროთ. გაგიმარჯოთ, ჩემო თანამებრძოლებო, ღმერთი იყოს თქვენი და სრულიად საქართველოს მფარველი!“, - განაცხადა კალაძემ.
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)