05:44 - 12 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-07 13:12:41, 459 ნახვა

სამართალი
შსს - ქურდობის ბრალდებით უკრაინის 2 მოქალაქე დავაკავეთ

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი - სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკრაინის ორი მოქალაქე, 1992 წელს დაბადებული ი.ჰ. და ამავე წელს დაბადებული ლ.ი. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს

უწყების ცნობით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ი.ჰ.-მ თბილისში მდებარე ერთ-ერთ ბინაში ქურდობის მიზნით უკანონოდ შეაღწია, სადაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მოქალაქის კუთვნილ ნივთებს.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულმა ლ.ი.-მ თბილისში ერთ-ერთ სახლში ქურდობის მცდელობის მიზნით შეაღწია, თუმცა განზრახვა ვერ განახორციელა. მან შემდეგ სხვა მოქალაქის კუთვნილი ავტომობილი გაქურდა.

საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, პოლიციამ ბრალდებულის სახით უკრაინის ორი მოქალაქე დააკავა.

სამართალდამცველების მიერ ნივთმტკიცებად ამოღებულია ნაქურდალი ნივთები.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ“ ქვეპუნქტით და 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,“გ“ ქვეპუნქტით“,- ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის სააღდგომო გზავნილი
პატრიარქის მოსაყდრის, მიტროპოლიტ შიო მუჯირის სააღდგომო ეპისტოლე - სრულად
რომელ ქუჩებზე დაწესდება შეზღუდვები თბილისში 12-13 აპრილს - თბილისის მერია
CBS News: აშშ გაყინული ირანული აქტივების განბლოკვას არ დათანხმებულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics