|
2024-09-06 11:03:45, 433 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ახლა მნიშვნელოვანია, სამთავრობო ინსტიტუტები მაქსიმალურად აქტიურად მუშაობდნენ
ახლა მნიშვნელოვანია, სამთავრობო ინსტიტუტები მაქსიმალურად აქტიურად მუშაობდნენ - უფრო აქტიურად, ვიდრე ადრე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, გარკვეული შედეგების მოლოდინი აქვს უკრაინისთვის იარაღის უფრო აქტიური მიწოდების, ენერგეტიკის დაცვისა და განადგურებული ტერიტორიების აღდგენასთან დაკავშირებით. "მთავრობაში ცვლილებები განხორციელდა. მადლობელი ვარ პარლამენტის, რომ მხარი დაუჭირა შესაბამის კანდიდატურებს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამთავრობო ინსტიტუტები ახლა მაქსიმალურად აქტიურად მუშაობდნენ - უფრო აქტიურად, ვიდრე ადრე. ყველა დონეზე“, - განაცხადა ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკიმ რამდენიმე პრიორიტეტული მიმართულება გამოყო, მათ შორის მეტი ინვესტიციის მოპოვება პარტნიორებისგან თავდაცვით წარმოებაში, ასევე წინსვლა ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებულ მოლაპარაკებების პროცესში. შეგახსენებთ, 5 სექტემბრის სხდომაზე რადამ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებასა და ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის თანამდებობებიდან გათავისუფლებასაც დაუჭირა მხარი.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)