|
2016-02-20 11:15:03, 594 ნახვა
საზოგადოება
შსს-ს მაშველებმა გუდაურში ორკვირიანი სამთო გადამზადება გაიარეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფმა, კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, დაბა გუდაურში ორკვირიანი სამთო-სამაშველო სწავლება გაიარა. შსს-ს ინფორმაციით, ტრენინგს განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს უფროსი გიორგი ძაგნიძე და მისი მოადგილე დავით შათირიშვილი ხელმძღვანელობდნენ. სასწავლო პროგრამა ზვავში საძიებო სამუშაოების ჩატარებას, დაზარალებულის სპეციალური საკაცით გადაყვანას, თოვლში საყრდენების მოწყობას და სამაშველო ჯგუფის დამრეც ფერდობზე გადაადგილებას ითვალისწინებდა. სწავლება მაშველებს პროფესიული შესაძლებლობების განვითარებაში დაეხმარება, რაც სამომავლოდ კატასტროფებზე მათ რეაგირებას გააუმჯობესებს.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)