04:38 - 10 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-05 12:25:49, 456 ნახვა

ომი უკრაინაში
პუტინი კურსკზე - მოწინააღმდეგემ ვერაფერი შეძლო

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში ვერაფერს მიაღწიეს, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღმოსავლეთის ეკონომიკურ კონფერენციაზე განაცხადა.

პუტინის თქმით, უკრაინამ კარგად მომზადებული ქვედანაყოფების კურსკის ოლქში გადასროლით დონბასის ფრონტზე თავი დაისუსტა და მნიშვნელოვან მიმართულებებზე რუსეთის იერიშების მოგერიება ვერ შეძლო.

"მოწინააღმდეგის მიზანი იყო, რომ გვენერვიულა, დავბნეულიყავით, სამხედროები ერთი ნაწილიდან მეორეში გადაგვესროლა და შეგვეჩერებინა ჩვენი იერიში უმნიშვნელოვანეს მიმართულებებზე, პირველ რიგში დონბასში, რომლის გათავისუფლებაც ჩვენი პირველი მიზანია. გამოუვიდათ თუ არა? არა. მოწინააღმდეგეს არაფერი გამოუვიდა. პირველ რიგში, ჩვენმა შეიარაღებულმა ძალებმა სიტუაციის სტაბილიზება შეძლეს და მათი სასაზღვრო ტერიტორიებიდან ნაბიჯ-ნაბიჯ განდევნა დაიწყეს. და მეორე, ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენი იერიშის შეკავება არ ხდება.

პირიქით, ამ სასაზღვრო რაიონებში საკმაოდ დიდი და კარგად მომზადებული ქვედანაყოფების გადასროლით, მოწინააღმდეგემ მნიშვნელოვან მიმართულებებზე საკუთარი თავი დაასუსტა, ჩვენმა სამხედროებმა კი დააჩქარეს იერიშის ოპერაციები. დიდი ხანია არ ყოფილა ტერიტორიების ასეთი დაკავება“,- განაცხადა პუტინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჰიპ-ჰოპის პიონერი აფრიკა ბამბაატა გარდაიცვალა
მოლდოვა ოფიციალურად ტოვებს დსთ-ს
ევროკომისია აპირებს, უნგრეთისგან კრემლისთვის ინფორმაციის გაჟონვის შესახებ ახსნა-განმარტება მოითხოვოს
ჩინეთი აშშ-სა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის გარანტორის როლს ასრულებდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics