21:19 - 26 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-05 11:43:07, 448 ნახვა

მსოფლიო
სი ძინპინი - ჩინეთი აფრიკას 45.8 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ჩინეთი აფრიკას დაეხმარება და 45.5 მილიარდ ევროს გამოუყოფს,- ამის შესახებ ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა პეკინში, ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმის გახსნისას განაცხადა.

მისი თქმით, პეკინი აპირებს აფრიკის ქვეყნებისთვის 360 მილიარდი იუანის (45,8 მილიარდი ევრო) ოდენობის ინვესტიციების გამოყოფას.

“გეგმის მიხედვით, მომდევნო სამი წლის განმავლობაში 210 მილიარდი იუანი (26,7 მილიარდი ევრო) გაიცემა სესხების სახით, კიდევ 80 მილიარდი იუანი (10,1 მილიარდი ევრო) - სხვადასხვა სახის დახმარების სახით, ხოლო დამატებით 70 მილიარდ იუანს (8,9 მილიარდი ევრო) რეგიონში ჩინური კომპანიები დააბანდებენ.

ჩინური მხარის ინფორმაციით, ჩინეთ-აფრიკის თანამშრომლობის ფორუმზე აფრიკის დაახლოებით 50 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური ჩავიდა.

მოსალოდნელია, რომ განხილვის მთავარი თემები იქნება ჩინეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაფართოება ისეთ სფეროებში, როგორებიცაა განათლება, ვაჭრობა, სოფლის მეურნეობა, განახლებადი ენერგიის წყაროები და სამხედრო სექტორი.

სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი აპირებს, ჩაატაროს ერთობლივი სამხედრო წვრთნები აფრიკის ქვეყნებთან, განავითაროს “მწვანე“ ენერგეტიკის პროექტები და აფრიკაში გაგზავნოს სამედიცინო პერსონალი.

ამასთან ერთად, პეკინს განზრახული აქვს, გახსნას ჩინური ბაზარი აფრიკის ქვეყნებისთვის და მომავალში აწარმოოს მათთან ვაჭრობა საბაჟო გადასახადების გარეშე.

ფორუმზე გამოსვლისას სი ძინპინმა გააკრიტიკა დასავლეთის როლი აფრიკის განვითარებაში.

“დასავლური მოდერნიზაციის პროცესმა ბევრი ტკივილი მოუტანა მრავალ განვითარებად ქვეყანას“,- განაცხადა სი ძინპინმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ფეიქრიშვილის საქმე: პროკურატურამ პენიტენციურის უფროსისთვის უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
გახარია საქართველოსთვის საპარლამენტო მანდატებზე უარს იტყვის საკონსტიტუციოს მიერ პარტიის აკრძალვის შემთხვევაში
Politico - ევროკავშირი წლის ბოლომდე უკრაინისთვის 45 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას გეგმავს.
პაპუაშვილი - იმაზე სამჯერ მეტი ადამიანი მონათლა გუშინ პატრიარქმა ზემო აჭარაში, ვიდრე თბილისში აქციაზე ვიხილეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics