|
2024-09-04 15:07:23, 394 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე კობახიძეს - სიმართლე უთხარით ხალხს, რატომ ხართ პანიკაში, რატომ იგონებთ ტყუილებს? - იმიტომ, რომ გეშინიათ მარცხის
არის კეთილდღეობა ევროპაში, თქვენი კი - სიღატაკე იზოლაციაში,- ასე ეხმაურება “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი, გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას. ვაშაძის თქმით, მმართველი პარტია პანიკაშია და ხალხის რეალურ პრობლემებზე საუბარს გაურბის. “ირაკლი კობახიძეს მინდა მივმართო, რატომ ხართ პანიკაში? რატომ იგონებთ ამდენ ტყუილებს? რას თხზავთ ყოველდღიურად? აი, სიმართლე უთხარი ხალხს, რატომ ხარ პანიკაში? იმიტომ, რომ ბატონო ირაკლი, გეშინიათ მარცხის, გეშინიათ წაგების ამ არჩევნებში. იცით, რომ აგებთ არჩევნებს, იგონებთ 1 000 ტყუილს და სიგიჟეს იგონებთ ყოველდღიურად. რატომ? იმიტომ, რომ ქართველი ხალხის არჩევანი არის კეთილდღეობა ევროპაში, თქვენი არჩევანი არის სიღატაკე იზოლაციაში და ამაზე უარს გეუბნებათ ხალხი. ამიტომ ხართ პანიკაში, გეშინიათ მარცხის იმიტომ, რომ თქვენი მხარდაჭერა 20%-ზე მეტი არ იქნება ამ არჩევნებზე, თქვენ მარცხდებით ირაკლი, კარგად გაიაზრეთ მარცხდებით და ნუ გეშინიათ. ბატონ ირაკლი კობახიძეს კიდევ ერთხელ მივმართავ, ნუ გეშინიათ მარცხის და ნუ გეშინიათ ამ პანიკაში ნუ ხართ. თუ მაგრები ხართ, ილაპარაკეთ იმაზე, რაც ხალხს აწუხებს. რატომ საუბრობთ მხოლოდ იმ ტყუილებზე, ყოველ კვირას რაღაც ახალ ტყუილს და სიგიჟეს იგონებთ. აი, ეს არის თქვენი ხელწერა, აი, ეს არის რეალობა, რაც დღეს აქ არის. კიდევ ერთხელ მინდა გაგიმეოროთ, ბატონო ირაკლი კობახიძე რატომ ხართ პანიკაში? რატომ იგონებთ ყოველდღიურად ახალ ტყუილებს? უთხარით სიმართლე ხალხს. იმიტომ, რომ თქვენ გეშინიათ დამარცხების, ხაზს ვუსვამ გეშინიათ მარცხის იმიტომ,რომ იცით ამ არჩევნებში 20%-ზე მეტი მხარდაჭერა არ გექნებათ. იმიტომ, რომ ხალხი აკეთებს არჩევანს ევროპის მხარეს, კეთილდღეობის მხარეს და არა იზოლაციის მარტო დარჩენის და სიღატაკის მხარეს. იმიტომ, რომ ძალიან კარგად ხედავენ ვინ ხართ თქვენ. თქვენ ხართ სიღატაკის პარტია, თქვენ ხართ იზოლაციის პარტია, თქვენ ხართ დაპირსპირების პარტია. ხალხს უნდა გაერთიანება, წინსვლა, ეკონომიკური განვითარება, სამუშაო ადგილების შექმნა. ამიტომ არის, რომ მარცხდებით, ყოველდღე იგონებთ ახალ ტყუილს, ათას სისულელეს. აი, ასე მგონია, შიშისგან ნაძალადევი განცხადებაა, რომ ამდენ პროცენტს აიღებთ. რას იღებთ? თქვენ რეალურად იღებთ 20%-ს. ხოდა ნუ გეშინიათ, გადახვალთ ოპოზიციაში და განთავისუფლდება ხალხი თქვენგან. აი ეს იქნება პასუხი ხალხისგან და საზოგადოებისგან რასაც არჩევნებზე მიიღებთ პასუხად”,- განაცხადა ვაშაძემ.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)