|
2024-09-04 09:01:05, 387 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - ჩვენი სახელმწიფო ინსტიტუტები ისეთი უნდა იყოს, რომ ყველა საჭირო შედეგს მივაღწიოთ
რუსეთის მხრიდან დარტყმები შეუძლებელი იქნება, თუ ჩვენთვის შესაძლებელი გახდება იარაღის განადგურება იქ, სადაც არიან განთავსებული,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკიმ აგრეთვე საკადრო ცვლილებებზეც ისაუბრა, “ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა უკრაინამ ყველა საჭირო შედეგს მიაღწიოს“. "სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს. ჩართულია ყველა შესაბამისი ორგანო. ამ დროისთვის დაშავებულია 271 ადამიანი. ვიცით, რომ ნანგრევების ქვეშ ხალხია. ყველაფერი კეთდება, რათა რაც შეიძლება მეტი სიცოცხლე გადავარჩინოთ. არსებული ინფორმაციით, რუსული დარტყმის შედეგად 51 ადამიანი დაიღუპა. ვუსამძიმრებ ყველა ოჯახს. სამართალდამცავი ორგანოები და უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ამ ტრაგედიის ყველა გარემოებას იძიებენ. რუსებმა ეს დარტყმა ორი ბალისტიკური რაკეტით განახორციელეს. იყო საჰაერო თავდასხმის განგაშის სიგნალი. სხვა ყველაფერი, ყველა დეტალი უნდა დადგინდეს და დადასტურდეს გამოძიების დროს",- აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პოლტავაში რუსეთის სარაკეტო დარტყმის შემდეგ სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)