2024-09-03 17:53:29, 371 ნახვა
პოლიტიკა
შამბა - რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
რუსეთმა პირველმა სექტემბრიდან ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა და "გარკვეული ვალდებულებების შესრულება მოსთხოვა", - ამის შესახებ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი შამბამ განაცხადა.
როგორც შამბა აღნიშნავს, მოსკოვმა არაერთხელ განაცხადა, რომ აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობას შესაძლოა გამოეწვია გარკვეული სანქციები.
"პირველი სექტემბრიდან მათი განხორციელება უკვე დაიწყო. მოგეხსენებათ, გარკვეული სოციალური დაფინანსება უკვე შეჩერებულია, რაც ეხება ექიმებს, მასწავლებლებს, ძალოვან სტრუქტურებს და სხვა. ეს აშკარად პირველი ასეთი ნაბიჯებია", - განაცხადა შამბამ.
ავტორი: ექსპრესნიუსი,