|
2024-09-03 14:23:17, 447 ნახვა
პოლიტიკა
„გირჩი“ - არჩევნებზე დასაკვირვებლად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და „დაიტოვე“-სთან ოლქებში კოორდინაციაზე შევთანხმდით
ჩვენ უკვე შევთანხმდით "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "დაიტოვე"-ს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები, - ამის შესახებ პარტია "გირჩის" მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, "არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად". "არჩევნების დღეს, მიუხედავად განსხვავებულობისა, აუცილებელია ოპოზიციური პარტიები თანამშრომლობდნენ ხმების დასაცავად. ჩვენს პარტიას თითოეულ საარჩევნო უბანზე კომისიის წევრის ადგილი ეკუთვნის. მზად ვართ ამ ადგილების ნაწილი გავუზიაროთ სხვა პარტიებს და სამოქალაქო მოძრაობებს. ჩვენ უკვე შევთანხმდით "ნაციონალურ მოძრაობასთან" და "დაიტოვე"-ს ორგანიზატორებთან რამდენიმე ოლქში კოორდინაციაზე, რათა უკეთ დავაკვირდეთ არჩევნებს და დავიცვათ ხმები. თანამშრომლობის აუცილებელი პირობაა დისკუსიების და განსხვავებული აზრის დაფიქსირების შესაძლებლობა, რისთვისაც პარტიული მედიასაშუალებები ღია უნდა იყოს ერთმანეთისთვის. წინასაარჩევნო დისკუსიები და დებატები ერთი მხრივ, და კოორდინირებული მუშაობა არჩევნების დღეს მეორე მხრივ, გააძლიერებს ოპოზიციას, ამიტომ ღია ვართ სხვა პარტიებთან თანამშრომლობისთვისაც ამ მიმართულებით და მზად ვართ ამ პროცესში საერთო კოორდინატორის ფუნქციაც ავიღოთ", - ნათქვამია განცხადებაში.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)