|
2024-09-02 12:55:05, 438 ნახვა
პოლიტიკა
ბოკუჩავა - ივანიშვილი და „ქართული ოცნება" ებრძვის იმ რეფორმებს, აღმშენებლობასა და პროგრესს, რომელიც სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა
როცა პრეზიდენტს, რომლის მმართველობის დროსაც ათჯერ და თორმეტჯერ გაიზარდა პენსიები, ბიუჯეტი და სხვა ეკონიმიკური მაჩვენებლები, "პიჯაკების საქმეზე" ასამართლებ, ეს ყველაზე ცხადად მეტყველებს იმაზე, რომ ივანიშვილი და "ქართული ოცნება" ებრძვის სწორედ იმ რეფორმებს, აღმშენებლობასა და პროგრესს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის მმართველობამ მოიტანა,- ამის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა. მისი თქმით, ღრმად დარწმუნებულია, რომ 26 ოქტომბერი იქნება შესაძლებლობა, ჩვენ კიდევ ერთხელ ავირჩიოთ ჩვენი ქვეყნისთვის კეთილდღეობა ევროპაში და უარი ვუთხრათ პოლიტიკურ დევნას, შურისძიებას, დაპირისპირებას, ქაოსს, საერთაშორისო იზოლაციას და სიღატაკეს, რომელიც თან ახლავს ივანიშვილის თორმეტწლიან მმართველობას. ბოკუჩა დღეს, საქალაქო სასამართლოში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მორიგ სასამართლო პროცესს ესწრება - მასთან ერთად სასამართლო სხდომაზე ევროპარლამენტარი ანა ფოტიგაც იმყოფება მიხეილ სააკაშვილმა ევროპელ პოლიტიკოსს, ანა ფოტიგას სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას მადლობა გადაუხადა. “მინდა, მივესალმო ევროპელ კოლეგას, ანა ფოტიგას, რომელიც იმყოფება დარბაზში. მინდა, დიდი მადლობა გითხრათ ყველაფრისთვის, რომ ყველაზე რთულ მომენტში არ მიატოვეთ საქართველო, მათ შორის არ მიმატოვეთ მე იმ განსაცდელში, რომელშიც მამყოფებს საქართველოს ხელისუფლება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
საფრანგეთში მომიტინგეებმა უსაფრთხოების ძალებს მოლოტოვის კოქტეილები ესროლეს - დაიჭრენ პოლიციელები - ვიდეო
გერმანიაში ახალგაზრდების მასობრივ საპროტესტო აქციებს არეულობა და ძარცვა მოჰყვა
The Economist - რუსეთმა უკრაინაში შესაძლოა 770 000 ადამიანი დაკარგა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)