|
2024-09-01 18:02:12, 312 ნახვა
პოლიტიკა
ცესკო - საოლქო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების საკითხი კიდევ ერთხელ გახდა უსაფუძვლო ბრალდებების და საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციის საფუძველი
"მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები კანონმდებლობის სრული დაცვით, სამართლიანად და გამჭვირვალედ აირჩია, კეთდება მანიპულაციური განცხადებები, " - ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის განცხადებაშია ნათქვამი. "თითქოს ახალარჩეული წევრები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან და ისინი არ იქნებიან საკუთარი საქმიანობის პროცესში ობიექტურები. ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრები პროფესიული ნიშნით არიან არჩეული და მათი არჩევის პროცესი იყო უპრეცედენტოდ ღია და გამჭვირვალე. მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ უზრუნველყოფილი იყო კონკურსანტებთან გასაუბრება ლაივ რეჟიმში და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლო თვალყური ედევნებინა ამ პროცესისთვის. სახეზეა რეალობა, როცა დაინტერესებული მხარეების მიერ წინასწარ ხდება ასარჩევი, ან ახალარჩეული წევრების სტიგმატიზაცია, მხოლოდ იმიტომ რომ ზოგიერთი მათგანი საჯარო სამსახურში მუშაობს, რაც ძალიან ცუდი პრაქტიკაა და ცალსახად აზიანებს საარჩევნო გარემოს. კანონმდებლობა საჯარო მოხელეს არ უკრძალავს საოლქო საარჩევნო კომისიის დროებით წევრობას, ამ ადამიანების შეფასება კი მხოლოდ მათ მიერ განხორციელებული საქმიანობით უნდა მოხდეს. დაინტერესებული მხარეების მხრიდან წინსწრებით ამ ადამიანების და მათი საქმიანობის დისკრედიტაცია კი შესაძლოა იყოს იმის ერთ-ერთი მიზეზი, რომ კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რაოდენობა არც თუ ისე მაღალია. საარჩევნო ადმინისტრაცია დაიცავს ყველა საარჩევნო მოხელეს, მაგრამ თუკი იქნება პოლიტიკური ნეიტრალიტეტის და მიუკერძოებლობის დარღვევის შემთხვევა, რა თქმა უნდა, ექნება მყისიერი, მკაცრი სამართლებრივი რეაგირება. აქვე გვინდა შევახსენოთ დაინტერესებულ მხარეებს, რომ პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და მიუკერძოებლობა ერთნაირად მოეთხოვება საარჩევნო კომისიების ნებისმიერ წევრს ყველა დონეზე, მათ შორის პარტიების მიერ დანიშნულს. სწორედ ამიტომ, საარჩევნო ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის, საკუთარ საქმიანობაში მიუკერძოებლობის სტანდარტის ასამაღლებლად, ადმინისტრაციის მოხელეთა ეთიკის კოდექსში ცვლილებები შეიტანა და კიდევ უფრო გაამკაცრა ის სტანდარტები, რომლის დაცვაც ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრს პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის მიზნით ევალება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კონკურსში 263 კანდიდატი მონაწილეობდა და მათგან 219, სახელობითი კენჭისყრით, ძირითადად 10-11 ხმით აირჩიეს. რაც ადასტურებს, რომ არჩეულ წევრებს ჰქონდათ ცესკოში პარტიების მიერ დანიშნული წევრების მხარდაჭერა. აქვე წარმოგიდგენთ დეტალურ ინფორმაციას საოლქო საარჩევნო კომისიების არჩეული წევრების გამოცდილების შესახებ. ბოლო 5 საერთო არჩევნების ანალიზი აჩვენებს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის ცესკოს მიერ არჩეული საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებიდან:
მოცემული სტატისტიკა აჩვენებს, რომ საოლქო საარჩევნო კომისიების დროებით წევრებად არჩეული არიან დიდი გამოცდილების მქონე პირები, რომლებიც აკმაყოფილებენ იმ მოთხოვნებს, რაც კანონით არის განსაზღვრული და შეზღუდვებს ადგენს საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრებისთვის. აღნიშნული კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ პროცესთან დაკავშირებით გამოთქმული შეფასებები არის მანიპულაციური, უსაფუძვლო და ემსახურება პროცესის დისკრედიტაციას.
ასევე შეგახსენებთ, რომ ცხადდება კონკურსი საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევად და როგორც ჩანს, დაინტერესებული მხარეები კვლავ ცდილობენ ამ პროცესის დისკრედიტაციასაც. გვინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით განვაცხადოთ რომ საარჩევნო ადმინისტრაცია თავის საქმიანობას კანონმდებლობის სრული დაცვითა და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ახორციელებს და მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს, მანიპულაციური განცხადებებით ნუ დააზიანებენ საარჩევნო გარემოს." - წერია განცხადებაში.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)