02:10 - 06 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-19 16:40:46, 485 ნახვა

სამხედრო
„სწავლების დაგეგმვის პროცესის“ საერთაშორისო კურსი დასრულდა

თბილისში, სასტუმრო „Holiday Inn“-ში „სწავლების დაგეგმვის პროცესის“ ორკვირიანი საერთაშორისო კურსი დასრულდა.

როგორც “ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, პოლკოვნიკმა ომარ ბეგოიძემ და კანადის ელჩმა საქართველოში, მისმა აღმატებულებამ ჯონ ჰოლმსმა კურსის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს და სამომავლო საქმიანობაში წარმატება უსურვეს.

„ეს იყო მორიგი კურსი, რომელსაც ჩვენ გვთავაზობს კანადის თავდაცვის სამინისტრო. სწავლება ეხებოდა წვრთნების დაგეგმვას. დაგეგმვის თემა და, კონკრეტულად, წვრთნების დაგეგმვა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოში ძალიან ბევრი წვრთნა ტარდება პარტნიორ ქვეყნებთან ერთად და ამ წვრთნებისთვის კარგად უნდა ვიყოთ მომზადებულნი. ჩვენი თანამშრომლობა კანადასთან ახალ, უფრო ღრმა და ინტენსიურ ეტაპზე გადადის, შედეგად კი ჩვენი განათლებისა და სამხედრო მომზადების დონე სერიოზულად გაიზრდება,“ - განაცხადა ანა დოლიძემ.

სემინარში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებთან ერთად მონტენეგროს, უკრაინის, მაკედონიის, სერბეთისა და თურქეთის შეიარაღებული ძალების 34 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

სწავლების განმავლობაში მონაწილეებს შესაძლებლობა ქონდათ, დაეხვეწათ სამხედრო სწავლებების მეთოდოლოგიური დაგეგმვა. ტრენინგები ინტერაქტიული ლექციებისგან შედგებოდა, რომლის დროსაც მონაწილეები მცირე სინდიკატ ჯგუფებად იყვნენ დაყოფილნი. 

„სწავლების დაგეგმვის პროცესის“ კურსი კანადის და საქართველოსა და თავდაცვის სამინისტროებმა ერთობლივად დაგეგმეს.

ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „ცოდნის კვირეულის“ ფარგლებში გაიმართა. „ცოდნის კვირეული“ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სამხედრო განათლების პოპულარიზაციისა და შეიარაღებულ ძალებში განათლების ხარისხის ამაღლების მიზნით დაგეგმა. კვირეული 17 თებერვალს გაიხსნა და 25 თებერვალს დასრულდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics