|
2024-08-29 11:59:59, 358 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - ენჯეოების ნაწილი ახორციელებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს
გაკვირვებას აღარ იწვევს, თუმცა შემდგარი რეალობაა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ერთი მხრივ, საუბრობენ არჩევნების თავისუფალ, თანასწორ და კონკურენტულ გარემოში ჩატარებასა და გამჭვირვალობაზე, მეორე მხრივ კი, აქტიურად ერევიან პოლიტიკური ხასიათის აქტივობებში,- ამის შესახებ “ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ, განაცხადა. მისი თქმით, “არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, საჯაროდ ახორციელებდნენ პოლიტიკური შინაარსის, ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს, რაც, მიქანაძის განცხადებით, ორმაგი სტანდარტის გამოვლინებაა“. “საანგარიშო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციათა ნაწილი, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან ერთად, საჯაროდ ახორციელებდნენ პოლიტიკური შინაარსის, ხელისუფლების საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდას და არ იცავდნენ ნეიტრალიტეტს. მათი მცდელობაა, საზოგადოების ნაწილს წინასწარ გაუჩინონ მცდარი აღქმა ხელისუფლების მიერ არჩევნების შედეგებზე ზემოქმედების შესახებ. როგორც ჩანს, ორმაგი სტანდარტების გამოყენებას არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან სისტემატური ხასიათი მიეცა. 21 ივლისს “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ორგანიზებით, ბათუმში, ეკა გიგაურმა, ნინო ლომჯარიამ და გიორგი უშიკიშვილმა მოსახლეობასთან ერთობლივი შეხვედრები გამართეს. პანელს ზვიად ქორიძე უძღვებოდა. მიუხედავად ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მხრიდან გაცხადებული საარჩევნო პროცესებში ნეიტრალიტეტის სტატუსისა, ღიად დაფიქსირდა მმართველი პარტიის “ქართული ოცნების“ საწინააღმდეგო აგიტაცია-პროპაგანდა. რაც შეეხება გიორგი უშიკიშვილს, მან როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, სცენიდან პოლიტიკაში გადაინაცვლა და პარტია “ლელოს“, “ანა დოლიძე -ხალხისათვის“ და “თავისუფლების მოედანს“ შეუერთდა. გრძელდება არასამთავრო ორგანიზაციების მხრიდან მმართველი პარტიის საწინააღმდეგო მიზანდასახული დისკრედიტაციის კამპანია. ამის ნათელი მაგალითია “სამოქალაქო საზოგადოების ფონდის“, იგივე “სოროსის ფონდის“ მიერ სოციალურ ქსელში (Facebook გვერდზე) ხელისუფლების საწინააღმდეგო შინაარსის ვიდეო-კლიპების განთავსება. ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, თუ როგორ იყენებენ არასამთავრობო ორგანიზაციები უცხოურ დაფინანსებას მმართველი პარტიის წინააღმდეგ. ამასთანავე, ეს ის ორგანიზაციაა, რომელიც აფინანსებს არჩევნებზე ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს. ამ ფაქტებს კიდევ ერთხელ სააშკარაოზე გამოაქვს ოპოზიციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიების და რიგი არასამთავრობო ორგანიზაციების ჰარმონიული თავსებადობა. საინტერესოა, რომ წინასაარჩევნო პერიოდზე, “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“, “სამართლიანი არჩევნებისა“ და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მომზადებულ ანგარიშებში არცერთი ზემოაღნიშნული ფაქტი არ არის ნახსენები, რაც კიდევ ერთხელ გვიმყარებს განცდას, რომ მათი დამოკიდებულება სუბიექტურია და ორიენტირებულია მხოლოდ სახელისუფლებლო გუნდის წინააღმდეგ“,- განაცხადა გივი მიქანაძემ.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)