|
2024-08-29 11:47:14, 360 ნახვა
პოლიტიკა
მიქანაძე - უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ, ზაფხულის განმავლობაში უცხოური ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევასა და წინასაარჩევნო პერიოდში არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან პოლიტიკური ნეიტრალიტეტის შენარჩუნებასთან დაკავშირებით, “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში ბრიფინგი გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. როგორც მიქანაძემ აღნიშნა, ბრიფინგის ძირითადი მიზანია, საზოგადოებამ იცოდეს, თუ როგორ ხდებოდა საანგარიშო პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში ჩარევა. კერძოდ, მან დაასახელა NDI-ის მიერ ოპოზიციური პარტიების და მათი წევრების რეგინებში შეხვედრების დაფინანსება და ორგანიზება. “საანგარიშო პერიოდში უცხო ძალის მიერ წინასაარჩევნო პროცესებში უხეში ჩარევის რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ის მიერ დაფინანსდა და დაორგანიზდა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და მათი წარმომადგენლების შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. პირველი ასეთი შეხვედრა 17 ივნისს ქუთაისში ადგილობრივ მოსახლეობასთან გაიმართა, სადაც სალომე სამადაშვილს, ხატია დეკანოიძეს, ანა წითლიძეს, თეონა აქუბარდიასა და თამარ კორძაიას მიეცათ წინასაარჩევნო აგიტაციის განხორციელების შესაძლებლობა. მსგავსი შეხვედრები მომდევნო დღეებში შედგა ზუგდიდში, ბათუმში, ოზურგეთსა და გორში. შეხვედრის ორგანიზებაში NDI-ისთან ერთად ჩართული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია “დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი“. 13 ივლის, წნორში“ნაციონალური მოძრაობის“, “ლელოს“, “გირჩის“, “გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და “სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერების შეხვედრა გაიმართა მოსახლეობასთან, რომლის თაობაზეც თავად “ლელოს“ ოფიციალური Facebook გვერდიც იუწყება. პარტია “ლელო“ მადლობას უხდის NDI-ის კახეთის რეგიონის მაცხოვრებლებთან შეხვედრის შესაძლებლობისათვის. არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა მოსახლეობასთან შეხვედრისას საარჩევნო დაპირებებზე ისაუბრეს“,- განაცხადა მიქანაძემ.
უკრაინა ნიჟნი ნოვგოროდის ოლქში რუსეთის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას თავს დაესხა
ინდოეთის ოპოზიცია საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის წინააღმდეგ მარშით გამოდის
სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პაპუაშვილი – ევროკავშირი და მისი საელჩო ძალადობის მხარდაჭერის ტესტში საკმარისზე მეტჯერ ჩაიჭრნენ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)