|
2016-02-19 16:03:31, 1020 ნახვა
ეკონომიკა
„ვენდი“ ქათმის ხორცის მენიუს ყოველდღიურად ახალი ქართული ქათმის ხორცით მოამზადებს
„ვენდის“ ამერიკული რესტორანი „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ქათმის ხორცის იმპორტს კომპანია „მარშესთან“ და „ბიუ ბიუსთან“ ერთად 100%-ით ქართული ქათმის ხორცით ანაცვლებს. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში 2015 წლის დეკემბრიდან ამერიკული რესტორნების ქსელმა „ვენდიმ“ და „დანკინ დონატსმა“ იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით უკვე ჩაანაცვლა და „სმარტთან“, „მარშესთან“ , „პურის სამყაროსთან“, „მილკოსა“ და „ბადაგთან“ თანამშრომლობით ერთგულ მომხმარებელს ახლა უკვე ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, მარალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს. როგორც „ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნა, ეროვნული წარმოების წახალისება, უსაფრთხო პროდუქტები და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა „ვისოლ ჯგუფის“ სტრატეგიული მიზანია. „ეროვნული წარმოების წახალისება, უსაფრთხო პროდუქტები, ჯანსაღი კვების პოპულარიზაცია და საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა „ვისოლ ჯგუფის“ სტრატეგიული მიზანია. სწორედ ამიტომაც ხდება სუპერმარკეტ „სმარტში“ გაუყინავი, ყოველდღიურად ახალი ქართული ხორცის, ქართული ყველის და რძის პროდუქტების, ქართული ნატურალური ხილისა და ბოსტნეულის მრავალსახეობის შეთავაზება ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის. პროექტის „შეიძინე ქართულის“ ფარგლებში კი ჩვენ საქართველოს ყველა რეგიონს ვსტუმრობთ და სეზონური ნატურალური ხილისა თუ ბოსტნეულის ადგილობრივი გლეხებისა და მცირე მეწარმეებისგან შესყიდვასა და „სმარტში“ არაკომერციულ ფასად რეალიზაციას ვახდენთ. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში კი „ვენდისში“ ახლა უკვე ქათმის ხორცის იმპორტს 100%-ით ქართული ქათმის ხორცით ვანაცვლებთ, რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მომხმარებლებს ყოველდღიურად ახალი, უმაღლესი ხარისხის, ქართული ქათმის ხორცით დამზადებულ უგემრიელეს მენიუს შევთავაზებთ. ეროვნული წარმოების ხელშეწყობით. „ვისოლ ჯგუფს“ საკუთარი წვლილი შეაქვს ქართული ეკონომიკის განვითარებაში“,-განაცხადა სოსო ფხაკაძემ. ცნობისთვის, „ვენდის“ ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება „ვისოლ ჯგუფმა“ 2013 წელს დაიწყო და დღეს „ვენდის“ რესტორნები თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ვაკეში, სამების ტაძრის გვერდით, საბურთალოზე, ცინცაძის ქუჩა #37-ში, 26 მაისის მოედანსა და აღმაშენებლის ხეივნის მე-13 კილომეტრზე, გორსა და წყნეთში მდებარეობს. „მეტი ქართული პროდუქტის“ ინიციატივის ფარგლებში ამიერიდან გრილზე შემწვარი ქათმის ვრეპი, გრილზე შემწვარი ქათმის ბურგერი, ცხარე ქათმის ვრეპი, ცხარე ქათმის ბურგერი, ნაგეთსები, ნაგეთსბურგერი, სალათი ცეზარი გრილზე, შემწვარი ქათმით და სალათი ცეზარი ცხარე ქათმით, ქართული ქათმის ხორცით დამზადდა.
(R)
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი - ევროპა ოპოზიციის აკრძალვის შესახებ მოსმენების წინ, დააკვირდება ყველა მოქალაქის ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას
დიდი ბრიტანეთი საუდის არაბეთში ჰუსიტების თავდასხმებისგან დასაცავად Typhoon-ის გამანადგურებლებს გაგზავნის
პენიტენციური ამტკიცებს რომ დავით ფეიქრიშვილმა მინები ჩაამტვრია და თვითდაზიანება სცადა, პატიმრებს დეზორგანიზაციისკენ მოუწოდებდა
ივანიშვილის წარმომადგენელი კობახიძე ოპოზიციურ პარტიებს ჰიტლერს ადარებს და მათი აკრძალვის აუცილებლობაზე საუბრობს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)